გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BEC69BSG გამოქვეყნდა 18 ნოე 15 ნახვა

სტაჟირება მარკეტინგში

Sakura Properties გარე განცხადება
₾500 / თვეში ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 18 დეკ

"Sakura Properties", პრემიუმ უძრავი ქონების კომპანია თბილისში, აცხადებს ორ თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგში დასაქმების პერსპექტივით.

დღეს ჩვენი სოციალური პლატფორმების ჯამური აუდიტორია 250, 000 ადამიანს აჭარბებს და შესაბამისად, ვეძებთ კონტენტზე შეყვარებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს ტრენდული ვიდეოების ყურება, მათი გაანალიზება და აქვს ძლიერი სურვილი ამ სფეროში ბევრი ისწავლოს და პროფესიულად განვითარდეს.

ეს არის ანაზღაურებადი სტაჟირება და ჩვენ მზად ვართ, ამ პოზიციაზე მოსულ ადამიანს ეტაპობრივად ვასწავლოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდეს ძლიერ პროფესიონალად.

ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება იქმნება გუნდის ძალით და სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანურ ღირებულებებს.

შენ გეძებთ თუ

  • გაქვს ამ სფეროში პროფესიულად დამკვიდრების ძლიერი სურვილი და მოტივაცია (ყველაფერს გასწავლით ეტაპობრივად და პრაქტიკულად — გამოცდილება არ არის გადამწყვეტი, მთავარი თქვენი მოტივაციაა)
  • გიყვარს თანამედროვე, ტრენდული ვიდეოების შექმნა
  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული
  • შეგიძლია სწრაფად და დროულად მოამზადო მასალა
  • ხარ კრეატიული და თავადაც გიჩნდება იდეები
  • სოციალური მედიის ტრენდებს აქტიურად ადევნებ თვალს
  • შეგიძლია იმუშაო დამოუკიდებლად და პასუხისმგებლობით

ძირითადი მოვალეობები

  • უძრავი ქონებების ვიდეოების გადაღება/მონტაჟი (Reels, Shorts, TikTok ფორმატები)
  • ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა ყველა ვიდეოში
  • ვიდეოების დამუშავება დინამიკურ, თანამედროვე და მიმზიდველ ფორმატში
  • ტიტრების, მუსიკის და გრაფიკული ელემენტების დამატება
  • აგენტების პერსონალური ვიდეო კონტენტის მონტაჟი
  • ვიდეოების ადაპტაცია სხვადასხვა პლატფორმისთვის (Instagram, TikTok, YouTube)
  • კონტენტის იდეების გაზიარება გუნდთან ერთად

პიროვნული უნარები

  • პასუხისმგებლიანობა
  • თვითორგანიზებულობა
  • დროის სწორი მართვა
  • კრეატიული აზროვნება
  • გუნდური მუშაობის უნარი

რატომ უნდა გახდე Sakura-ს გუნდის ნაწილი

  • სწრაფად მზარდი კომპანია, სფეროს ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში
  • რეალური შესაძლებლობა, რომ შექმნა ძლიერი პორტფოლიო
  • თავისუფლება კრეატივში და იდეების განხორციელებაში
  • პროფესიონალური და მეგობრული სამუშაო გარემო
  • მუდმივი განვითარება და ახალი გამოწვევები
  • შენი ნამუშევარი ყოველდღიურად ათასობით ადამიანამდე მიდის

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: პირველი ორი თვე, სტაჟირების პერიოდში 500 ლარი; შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში მომდევნო ორი თვე 800 ლარი + ბონუსი და მეხუთე თვიდან 1000 ლარი + ბონუსი.

სამუშაო გრაფიკი: 11:00 - 19:00 სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი ლოკაცია: მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ

იყავი ცვლილებების ნაწილი Sakura Properties-თან ერთად.

გაეცანი ჩვენს ინსტაგრამს: https://www.instagram.com/sakura.properties/

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და პორტფოლიო ამ ლინკის მეშვეობით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScxSoB0EhL0tnvd3tyz5etK-E9qTRbUzHK1bXrPZKt2zJ6ETw/viewform?usp=publish-editor

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა