გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BGGS3VJ8 გამოქვეყნდა 5 ნოე 3 ნახვა

საზღვაო გადაზიდვების კოორდინატორი

Indigo Cars

Indigo Cars

Indigo Cars გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი

Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში. Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას საზღვაო გადაზიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც მართავს კონტეინერებით საზღვაო გადაზიდვების პროცესს — დაჯავშნიდან დანიშნულების პორტში ჩასვლამდე. ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 17:00-02:00 საათამდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საზღვაო ხაზებთან, აგენტებსა და პარტნიორ გადამზიდავებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • ტარიფების მოძიება, შეთავაზებების შედარება და გადაზიდვის პირობების შეთანხმება;
  • კონტეინერების დაჯავშნა, ჯავშნების დადასტურება და საჭირო ცვლილებების მართვა;
  • საწყობებთან და დატვირთვის გუნდებთან კონტეინერების მიწოდებისა და დატვირთვის გრაფიკის კოორდინაცია;
  • დოკუმენტაციისა და კონტეინერის პორტში ჩაბარების ვადების კონტროლი;
  • გადაზიდვის ინსტრუქციების (Shipping Instructions) მომზადება და წარდგენა, კონოსამენტის (Bill of Lading) პროექტის შემოწმება და შესწორებების კოორდინაცია;
  • კონტეინერის დადასტურებული წონის მონაცემების (VGM) დროული წარდგენის კოორდინაცია;
  • კონტეინერების მოძრაობის, გემების განრიგისა და გამგზავრებისა და ჩასვლის სავარაუდო თარიღების მონიტორინგი;
  • შეფერხებების, ჯავშნის გაუქმების ან სხვა ცვლილებების შემთხვევაში ალტერნატიული გამოსავლის მოძიება და შესაბამისი გუნდების ინფორმირება;
  • თავისუფალი დღეებისა და შესაძლო დამატებითი ხარჯების კონტროლი, მათ შორის კონტეინერის დაყოვნებისა და დაგვიანებით დაბრუნების საფასურის;
  • საზღვაო ხაზების ინვოისების შეთანხმებულ ტარიფებთან შედარება და ფინანსურ გუნდთან კოორდინაცია;
  • გადაზიდვების შესახებ ინფორმაციის სისტემაში განახლება და მიმდინარე სტატუსების ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საზღვაო გადაზიდვების, ლოგისტიკის ან ექსპედირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო კომუნიკაციისა და მიმოწერის დონეზე;
  • კონტეინერული გადაზიდვების პროცესისა და ძირითადი დოკუმენტაციის ცოდნა;
  • Excel-სა და საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და ვადების მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება

  • აშშ-დან ავტომობილების კონტეინერებით გადაზიდვის გამოცდილება;
  • საზღვაო ხაზების ონლაინ პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სახიფათო ტვირთებისა და ელექტრომობილების გადაზიდვის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.

ბენეფიტები

  • ჯამრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე.Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა