გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BJNXQR0B გამოქვეყნდა 12 ნოე 10 ნახვა

მიმღები რეგისტრატორი

მედ-დიაგნოსტიკა გარე განცხადება
₾700 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ

კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.

კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმღები რეგისტრატორის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნოდარ ბოხუას I შესახვევი N8 სამუშაო განაკვეთი: არასრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: 700 ლარი (Net)

ფუნქცია-მოვალეობები

  • ლაბორატორიაში მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ პაციენტის დიაგნოზის, შესაბამის ბაზებში შეყვანა, დარეგისტრირება, შაბლობის გაკეთება და პორტალზე ატვირთვა;
  • სამედიცინო პორტალის მართვა/მენეჯმენტი, უშუალო ხელმძღვანელის მითითებითა და დაწესებული სტანდარტების შესაბამისად;
  • პაციენტებთან, კლინიკებთან და ნებისმიერ მესამე პირთან მიმოწერა, ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამედიცინო უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • განიხილება გამოცდილების გარეშე.

პიროვნული თვისებები

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური.

შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა