მიმღები რეგისტრატორი
12 Kas tarihinde yayınlandı (31 gün kaldı) 13 Ara tarihine kadar başvurun
კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.
კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმღები რეგისტრატორის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნოდარ ბოხუას I შესახვევი N8 სამუშაო განაკვეთი: არასრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: 700 ლარი (Net)
ფუნქცია-მოვალეობები
- ლაბორატორიაში მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ პაციენტის დიაგნოზის, შესაბამის ბაზებში შეყვანა, დარეგისტრირება, შაბლობის გაკეთება და პორტალზე ატვირთვა;
- სამედიცინო პორტალის მართვა/მენეჯმენტი, უშუალო ხელმძღვანელის მითითებითა და დაწესებული სტანდარტების შესაბამისად;
- პაციენტებთან, კლინიკებთან და ნებისმიერ მესამე პირთან მიმოწერა, ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამედიცინო უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- განიხილება გამოცდილების გარეშე.
პიროვნული თვისებები
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები
- რეზიუმეს გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.