9601 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BQAFW45E გამოქვეყნდა 23 ოქტ 31 ნახვა

სასწავლო ცენტრი 10x

სასწავლო ცენტრი 10x

ლექტორი Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

სასწავლო ცენტრი 10x გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 ნოე
ფორმა · განცხადებაში

„10X“ Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს ვაკანსიას ლექტორის პოზიციაზე.

„10X“-ის Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ეძებს მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნითა და ინდუსტრიული გამოცდილებით ხელი შეუწყონ ახალი თაობის Front-end დეველოპერების პროფესიულ ზრდას. პოზიცია მოითხოვს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების სიღრმისეულ ცოდნას, ისე რეალურ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას და სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხით წარმართვის უნარს.

სამუშაო ფორმატი: დისტანციური სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებით) ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დატვირთვაზე

ძირითადი მოვალეობები: - Front-end დეველოპმენტის მიმართულებით სასწავლო პროცესის გაძღოლა: თეორიული და პრაქტიკული ლექციების ჩატარება; - სასწავლო მასალების, პრეზენტაციების, ქვიზებისა და დავალებების მომზადება/განახლება; - სტუდენტების მიერ შესრულებული დავალებებისა და პროექტების შეფასება და კონსტრუქციული უკუკავშირის (Feedback) მიწოდება, კოდრევიუს (Code Review) სესიებში მონაწილეობა; - სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული პრაქტიკული გამოწვევების გაზიარება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარის განვითარება; - სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგი და პროფესიული კონსულტირება; - სასწავლო პროცესის ხარისხის სტანდარტების დაცვა და პროგრამის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Front-end დეველოპმენტის მიმართულებით; - სიღრმისეული ცოდნა და მუშაობის გამოცდილება შემდეგ ტექნოლოგიებთან: - HTML5, CSS3, SASS/SCSS, Tailwind, Bootstrap - JavaScript (Vanilla JS), React.js, TypeScript - Express.js, MongoDB

  • Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სწავლების, ტრენინგების ჩატარების ან Junior დეველოპერებთან მუშაობის/მენტორინგის გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.

რას ვეძებთ კანდიდატში: - ადამიანს, რომელსაც სურს სტუდენტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათთან ერთად შედეგზე მუშაობა; - პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც დროს ეფექტურად გეგმავს; - ადამიანს, რომელიც მუდმივად ვითარდება და ინტერესდება ახალი ტექნოლოგიებით.

შერჩევის ეტაპები და ვადები: დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: - რეზიუმე (CV); - ნამუშევრების პორტფოლიო / GitHub პროფილის ბმული; - სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან სერტიფიკატი).

შენიშვნა: გთხოვთ, ელ-ფოსტის subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ,,Front-end დეველოპმენტი-ლექტორი”.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა