გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BS8RVR4M გამოქვეყნდა 3 ნოე 15 ნახვა

დემი შეფი

სტეიკჰაუსი გარე განცხადება
₾1500 / თვეში −28% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,081 ₾ · 52 განცხადება ბოლო ვადა: 21 ნოე
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნესკონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით — იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან.

Steakhouse By Gastronome-ში ვეძებთ თანამშრომელს დემი შეფის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ

  • ანაზღაურება: 1500 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით).
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
  • ფასდაკლების ბარათი.
  • კვების თანხის დანამატი (150 ლარი).
  • კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
  • აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები

  • კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
  • რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
  • სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
  • ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • სამზარეულოში არსებული მოწყობილობების ექსპლუატაციის ცოდნა: ბლენდერი, ღუმელი, გრილი, მიქსერი და ა. შ.;
  • ცომეულის მომზადება;
  • არსებული ინვენტარის კონტროლი, მოვლა და გატეხილი ჭურჭლის აღრიცხვა;
  • HACCP-ისა და შიდა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, FIFO სტანდარტების დაცვა.

საჭირო უნარები

  • სასურველია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფილიალის ადგილმდებარეობა

  • თბილისი, ი. აბაშიძის 10/12
  • თბილისი, ვაჟა-ფშაველას 22

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე.

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ ქიჩენი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა