9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BT4YS3DF გამოქვეყნდა 8 ოქტ 24 ნახვა

მასპინძელი

სუში რუმი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას მასპინძლის (Hostess) პოზიციაზე.

გაიხსნა სუში რუმის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში.

ვეძებთ ელეგანტურ, მეგობრულ და ორგანიზებულ მასპინძელს (Hostess), რომელიც იქნება ჩვენი რესტორნის პირველი შთაბეჭდილება სტუმრისთვის.

ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების შესაბამისად) სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი

რას გთავაზობთ:

  • მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
  • უნიკალურ შესაძლებლობას, გაიზარდოთ პრემიუმ ბრენდთან ერთად;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • დახვეწილ და გემოვნებიან გარემოს, სადაც ხარისხი და სტუმართმოყვარეობა უმთავრესია;
  • შესაძლებლობას, ისწავლოთ იაპონური სამზარეულოს და მაღალი დონის სერვისის შესახებ;
  • სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.

მოთხოვნები:

  • ორგანიზებული და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
  • ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ქართული და ინგლისური ენის გამართული ცოდნა, რუსული სასურველი;
  • მეგობრული, კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე პიროვნება;
  • შესანიშნავი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები;
  • სასურველია სტუმარ-მასპინძლობის ან მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • იაპონური სამზარეულოს და კულტურისადმი ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად.

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

  • სტუმრების თბილად მიღება და მაგიდასთან გაცილება, თითოეული სტუმრისთვის განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა;
  • ჯავშნების და მოლოდინის სიების მართვა როგორც ადგილზე, ასევე ტელეფონით ან ონლაინ პლატფორმებით; ზუსტი მოლოდინის დროების მიწოდება და ეფექტური განთავსება;
  • სტუმრების/მომხმარებლის კითხვებზე პასუხი მენიუს, რესტორნის ან სპეციალური ღონისძიებების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მიცემა;
  • თანამშრომლობა სერვისის და სამზარეულოს გუნდთან, რათა უზრუნველყოთ შეუფერხებელი მომსახურება;
  • სტუმრების/მომხმარებლების უკუკავშირის მიღება და საკითხების პროფესიონალურად და სწრაფად მოგვარება;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა სპეციალურ ღონისძიებებსა და VIP სტუმრების მასპინძლობაში;
  • მომხმარებელთან კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
  • გარე სერვისის მომწოდებლებთან (საკურიერო სერვისი, მომარაგება და ა.შ.) ურთიერთობების ორგანიზება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნონ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე, სათაურის ველში "ჰოსტესი". განცხადებას უნდა ერთვოდეს ფოტოსურათი.

სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა