სუპერვაიზერი
იტალიური რესტორანი "მილანური ბისტრო", რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, პეკინის ფილიალისთვის ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ სუპერვაიზერს.
კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ობიექტის სერვისის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებაზე, ყოველდღიური ოპერაციების მართვაზე და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე.
ძირითადი მოვალეობები მოიცავს:
- სერვისის გამართული მუშაობის კონტროლი და პროცესების ეფექტურად მართვა;
- ობიექტის გახსნა-დახურვის პროცესების ორგანიზება და სტანდარტების დაცვა;
- კერძების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და სტანდარტების დაცვა;
- სერვისის პერსონალის შერჩევა, აყვანა და გადამზადება;
- დისტრიბუციის მიღებების ორგანიზება და კონტროლი;
- ყოველდღიური რეპორტების შევსება, მონაცემების ზუსტი ასახვა და პროცესების აღწერა.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 9-საათიანი სამუშაო დღე;
- ანაზღაურება: 1800 ლარი (ნეტი).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.