7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BVGR7MFK გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

მარკეტინგის დეპარტამენტის ასისტენტი

GT Motors via hr.ge
თბილისი სტაჟირება მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ჯი-თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/Mini-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00- 17:00 ან 10:00-18:00

პოზიციის მიზანი მარკეტინგის გუნდისთვის საოპერაციო, ადმინისტრაციული და საკოორდინაციო მხარდაჭერის გაწევა კომპანიის ყველა ბრენდის მარკეტინგული პროექტებისა და აქტივობების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოვალეობები - კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან კომუნიკაციისა და მარკეტინგთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის მხარდაჭერა; - მარკეტინგის გუნდის ყოველდღიური საოპერაციო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაში დახმარება; - კომპანიის ყველა ბრენდის მიმდინარე მარკეტინგულ პროექტებსა და აქტივობების მხარდაჭერა; - მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ყოველდღიურ კომუნიკაციასა და მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციაში დახმარება; - ხელშეკრულებებთან, შესყიდვებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა; - ვებგვერდებისთვის საჭირო ტექსტების თარგმნა, კორექტირება და ადაპტაცია საჭიროების შემთხვევაში (ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად). - მარკეტინგული მასალებისა და ფოტო-ვიდეო რესურსების შეგროვება, ორგანიზება და სისტემატიზაცია; - ღონისძიებების, გადაღებებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების საორგანიზაციო და ლოჯისტიკური მხარდაჭერა; - მიმდინარე დავალებების ვადებისა და შესრულების სტატუსების მონიტორინგში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების , მიმართულებით; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობა ან სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; - ეფექტიანი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის - Microsoft Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის სამუშაო დონეზე ცოდნა; - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/n3Hcdkmd

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
GT Motors
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა