საინვესტიციო მრჩეველი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ საინვესტიციო მრჩეველს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- საერთაშორისო გაყიდვების შემდგომი მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო გაყიდვების პროცესის ყოველდღიური ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- უცხოელი ინვესტორებისთვის პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- მხარეებს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი;
- სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება;
- ნოტარიუსებთან, იურისტებთან და ბანკებთან კომუნიკაციის ადმინისტრირება;
- ვიზიტების, ტურის პროგრამებისა და ტრანსფერის ორგანიზების მხარდაჭერა უცხოელი მომხმარებლებისა და სტუმრებისათვის;
- საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- არქის პროექტებზე ვიზიტების ორგანიზება;
- მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
- მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია - მხარეებს შორის შეთანხმება და საბოლოო დასტურის მიღება მობინადრისგან;
- სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
- მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;
- პორტფელში არსებულ კლიენტებთან პროაქტიული კომუნიკაცია, პერიოდულობით გამავალი ზარის განხორციელება მოკითხვის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო მომხმარებლების მომსახურების მიმართულებით;
- აუცილებელია ინგლისური ენის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.