9023 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BZNPT3RF გამოქვეყნდა 30 სექ 4 ნახვა

ფოთი ტრანსტერმინალი

ფოთი ტრანსტერმინალი

ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსი

ფოთი ტრანსტერმინალი გარე განცხადება
ფოთი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

სს "ფოთი ტრანსტერმინალი" არის თანამედროვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტეინერო და გენერალური ტვირთების ოპერატიულ მულტიმოდალურ დამუშავებას. სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტისა და გადაზიდვების ეფექტურობის ამაღლებაში.

ვაკანსიის აღწერა:

  • ადგილმდებარეობა: ფოთი
  • სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
  • შრომითი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

"ფოთი ტრანსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება მექანიკისა ან მანქანათმშენებლობის დარგში;
  • მექანიკოსად ან მანქანათმშენებლობის სფეროში ინჟინრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკა-დანადგარების გეგმური ტექნიკური მომსახურების გრაფიკის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
  • ავარიული და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების სწრაფი ორგანიზება და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;
  • საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული მოთხოვნა და მარაგების უზრუნველყოფა;
  • ტექნიკისა და სპეცტექნიკის პერიოდული შემოწმება, მუშაობის ეფექტურობის ანალიზი და რესურსების ოპტიმიზაცია;
  • ტექნიკის საიმედოობის ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
  • პარტნიორ კომპანიებთან/სერვისცენტრებთან ურთიერთობა, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • პერსონალის პერიოდული ინსტრუქტაჟი და ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი.

პირადი უნარ-ჩვენები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე. აუცილებელია, განაცხადის გამოგზავნისას "subject" ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.

სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ფოთი ტრანსტერმინალი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა