რეანიმაცია-ანესთეზიის უფროსი მედდა
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაცია-ანესთეზიის უფროსი მედდის პოზიციაზე ფოთის ჰოსპიტალში.
სამუშოს ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, გურიის ქ. №171; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 8 საათიანი განაკვეთი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულების მასშტაბით, სათავო ოფისის მიერ მოწოდებული საექთნო პროტოკოლების, პოლისებისა და წესების შესრულების მონიტორინგი;
- ინფექციის კონტროლისა და ეპიდზედამხედველობის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესრულების პროცესის მართვა/მონიტორინგი;
- სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, სტერილიზაციის, დეკონტამინაციის, დეზინფექციისა და ნარჩენების გატანის პროცესების მართვა;
- სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციური ნარჩენების კონტროლი, (ნარჩენების დახარისხების, სახიფათო ნარჩენების დაყოვნების ოთახში მოთავსებისა და აწონვის პროცესების მართვა) დადგენილი პერიოდულობით, სამედიცინო დაწესებულებიდან სახიფათო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა და მონაცემების პორტალზე ატვირთვა;
- ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამის გარე კომპანიასთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში, სათავო ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირება;
- სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აპარატურის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი;
- სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ყოველდღიური შემოწმება, წინასწარ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ხარჯვისა და გადაბარების კონტროლი;
- პაციენტებისთვის საავადმყოფო ფურცლის გახსნა და მენეჯერის დასტურის საფუძველზე, დახურვა;
- ექთნების მიერ სამედიცინო მანიპულაციების შესრულების მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებული უკმაყოფილო პაციენტების საკითხების განხილვაში მონაწილეობა;
- კაბინეტების შემოვლა/კონტროლი;
- ექთნების მიერ, გახარჯული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების პროგრამულად დაფიქსირების პროცესის მონიტორინგი;
- ცვლის გადაბარების პროცესის მონიტორინგი, მედიკამენტების ხარჯისა და ნაშთის დათვლა/მითვლის პროცესის მონიტორინგი;
- პოსტებზე საჭირო რაოდენობის სამედიცინო სახარჯი მასალისა და მედიკამენტების მოთხოვნა და განთავსების უზრუნველყოფა;
- სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული მანიპულაციების (მაგალითად, სკრინინგ პროგრამების, ვაქცინაციის, კოვიდ ტესტების, ანტენატალური პროგრამის) შესახებ, პორტალიდან ინფორმაციის ამოღება, წარდგენად მომზადება და შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მორიგეობის გრაფიკების შედგენა, განყოფილებების მედდების მორიგეობის გრაფიკების ცოდნა და ინფორმაციის პერსონალის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი რგოლისთვის მიწოდება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების დასწრების აღრიცხვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების შვებულების დადასტურება, სპეციალური ფორმის უშუალო ხელმძღვანელის მიერ დადასტურება და პერსონალის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი რგოლისთვის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, დაქვემდებარებული თანამშრომლების რესურსების ოპტიმალურად გადანაწილება/ჩანაცვლება;
- თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
- ახალი თანამშრომლის სწავლება, სამუშაო გარემოსთან ადაპტირებაში დახმარება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლის გამოსაცდელი ვადის შეფასების პროცესში რეკომენდაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მედდის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია უფროსი მედდის ან/და მთავარი მედდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საექთნო მანიპულაციების გაკეთების უნარი;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სამედიცინო ბაზისური ტერმინოლოგიის, სპეციალობების ცოდნა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 ოქტომბერი, 2026
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უფროსი მედდა-ფოთი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.