8,821 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C3XV47T0 გამოქვეყნდა 21 სექ 9 ნახვა

ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი

ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი

აკადემიური კონკურსი - მედიცინა და განათლების ადმინისტრირება

ბათუმი სტაჟირება განათლება
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
₾4337 / თვეში ბოლო ვადა: 24 ოქტ

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს აკადემიურ კონკურსს მედიცინის პროგრამისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიმართულებებით აკადემიური პერსონალის შესარჩევად.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237

საკონკურსო პოზიციები:

სამედიცინო მიმართულებით:

ბიოსამედიცინო მიმართულებები:

  • ასოცირებული პროფესორი - 1
  • ასისტენტ-პროფესორი - 2
  • ასისტენტი - 1

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა:

  • ასოცირებული პროფესორი - 1
  • ასისტენტ-პროფესორი - 1

გინეკოლოგია:

  • ასოცირებული პროფესორი - 1
  • ასისტენტ-პროფესორი - 1

შინაგანი მედიცინა:

  • ასოცირებული პროფესორი - 1
  • ასისტენტ-პროფესორი - 1

ქირურგია:

  • პროფესორი - 1
  • ასოცირებული პროფესორი - 1
  • ასისტენტ-პროფესორი - 2

ინფექციური დაავადებები:

  • ასოცირებული პროფესორი - 1
  • ასისტენტ-პროფესორი - 1

ფსიქიატრია:

  • ასისტენტ-პროფესორი - 1

ონკოლოგია:

  • ასისტენტ-პროფესორი - 1

არასამედიცინო მიმართულებით:

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა:

  • პროფესორი - 1
  • ასოცირებული პროფესორი - 1
  • ასისტენტ-პროფესორი - 2
  • ასისტენტი - 1

ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - A კატეგორიის აფილირებული აკადემიური წევრებისთვის:

  • პროფესორი - 4337 ლარიდან
  • ასოცირებული პროფესორი - 3699 ლარიდან
  • ასისტენტ-პროფესორი - 3061 ლარიდან
  • ასისტენტი: 2423 ლარიდან

სამუშაო განაკვეთი

აკადემიური პერსონალის დატვირთვის კატეგორიებია:

ა) A კატეგორია - სრული დატვირთვა, რომელიც გულისხმობს სააუდიტორიო (საკონტაქტო -სასწავლო), არასაკონტაქტო (კვლევითი) და საოფისე (საკონტაქტო ადმინისტრაციული) სამუშაოს შესრულებას აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.

ბ) B კატეგორია - არასრული დატვირთვა, რომელიც გულისხმობს ძირითადად საკონტაქტო - სასწავლო აკადემიური საათებს და მცირე ოდენობით არასაკონტაქტო - კვლევითი მუშაობის, საგამოცდო საკითხების მომზადების, გამოცდების ზედამხედველობის, წინარე და გამოცდისშემდგომი კონსულტირების შესრულების სამუშაოს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.

გ) C კატეგორია - არასრული დატვირთვა, რომელიც გულისხმობს საკონტაქტო - სასწავლო საათების, საგამოცდო საკითხების მომზადების, გამოცდების ზედამხედველობის, წინარე და გამოცდისშემდგომი კონსულტირებას არააფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.

A და B კატეგორიის არჩევა შეუძლია უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.

C კატეგორიის არჩევა შეუძლია უნივერსიტეტის არააფილირებულ აკადემიურ პერსონალს.

კატეგორიების სამუშაო დატვირთვა და მისი ანაზღაურება დეტალურად მიმოხილულია აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესში (დანართი 1).

კონკურსის მიმდინარეობა:

  • საბუთების მიღება - 19.10.2026 - 23.10.2026
  • გასაუბრება - 26.10.2026 - 27.10.2026
  • იმიტირებული ლექცია - 29.10.2026 - 30.10.2026
  • აპელაციის წარდგენა - 2.11.2026 - 3.11.2026
  • კანდიდატების შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება - არაუგვიანეს 10.11.2026

აკადემიური პოზიციის კრიტერიუმები:

პროფესორი

1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი 2. არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით; 3. კლინიკური დისციპლინებისათვის - საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილება; 4. გააჩნია საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა 5. სამეცნიერო საქმიანობა დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალ (ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით, მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. სასურველია, პროფესორის სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექსი (h ინდექსი) შეადგენდეს არანაკლებ 3-ს (Google Scholar საძიებო სისტემის მონაცემებით); 6. სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტების განხორციელების გამოცდილება 7. აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით 8. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად

ასოცირებული პროფესორი

1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი 2. არანაკლებ 3 (სამი) წლიანი მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით. 3. კლინიკური დისციპლინებისათვის - საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 5 (ხუთი) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილება; 4. საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/კომპონენტის ან/და საუნივერსიტეტო კვლევის განვითარების კონცეპტუალური ხედვა 5. გააჩნია სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტების განხორციელების გამოცდილება 6. სამეცნიერო საქმიანობა დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იმ ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალ (ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით, მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და სასურველია, მისი სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექცი (h ინდექსი) შეადგენდეს არანაკლებ 2-ს (Google Scholar საძიებო სისტემის მონაცემებით); 7. აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი მიმართულებით ან/და სწავლების მეთოდების მიმართულები 8. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).

ასისტენტ-პროფესორი (ა

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა