8,996 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C7E19HQK გამოქვეყნდა 25 სექ 10 ნახვა

Biji Architecture

Biji Architecture

არქიტექტორი

Biji Architecture გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ოქტ

კომპანია "Biji Architecture" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება ურბანული დაგეგმარების პროექტების კვლევის, კონცეფციის შემუშავების, დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

  • არქიტექტურული პროექტების დეტალური სამუშაო ნახაზების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად;
  • მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება;
  • არქიტექტურული პროექტების კორექტირება, ცვლილებების დამუშავება და განახლება;
  • არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების ერთმანეთთან შესაბამისობის შემოწმება და კოორდინაცია;
  • პროექტებში ტექნიკური შეუსაბამობებისა და შესაძლო გადაკვეთების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის პროცესში მონაწილეობა;
  • პროექტის დეტალების, კვანძებისა და სპეციფიკაციების მომზადება;
  • მასალათა უწყისებისა და მოცულობების მომზადება და დათვლა;
  • პროექტის კონცეფციიდან სამუშაო დოკუმენტაციამდე ყველა ეტაპში აქტიური მონაწილეობა;
  • საპროექტო ჯგუფის წევრებთან, ინჟინრებთან, კონსულტანტებსა და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა;
  • საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხისა და შესრულების ვადების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებთან შეთანხმების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
  • სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტებისა და შესაბამისი კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
  • დეტალური სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
  • AutoCAD-ის ცოდნა;
  • Revit-ის ან ArchiCAD-ის ცოდნა;
  • არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების კოორდინაციის გამოცდილება;
  • საპროექტო ამოცანების დამოუკიდებლად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • BIM გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • მასშტაბურ საცხოვრებელ, კომერციულ ან მრავალფუნქციურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროექტის მშენებლობის ნებართვის ეტაპიდან სამუშაო დოკუმენტაციამდე წარმართვის გამოცდილება;
  • 3D მოდელირებისა და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა;
  • Adobe Photoshop-ის, Illustrator-ის ან InDesign-ის ცოდნა;
  • საპროექტო ჯგუფისა და სხვადასხვა სპეციალობის ინჟინრების კოორდინაციის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე — სრულად ანაზღაურებადი;
  • ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და შესრულებული პროექტების პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "არქიტექტორი - სახელი და გვარი".

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Biji Architecture
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა