9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

C7Y5B42J გამოქვეყნდა 13 ოქტ 50 ნახვა

პროექტების მენეჯერი - მოხალისე

ერთად შევცვალოთ სამყარო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე
ფორმა · განცხადებაში

საქველმოქმედო ფონდი "ერთად შევცვალოთ სამყარო" ეძებს გუნდის ახალ წევრს პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ფონდის შესახებ: ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით) გულისხმობს. ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და აქტივობას მართავენ მოხალისეები. ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.changetheworld.ge/about).

ვეძებთ გუნდის წევრს: საინტერესო იდეებით, მოხალისეობრივი განწყობით და უანგაროდ სხვების დახმარების სურვილით, რომელსაც უნდა რეალურ პროექტებში ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება და პროფესიული ზრდა საქველმოქმედო საქმიანობის გზით.

პროექტების მენეჯერი (მოხალისე)

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური;
  • დატვირთვა: დღეში საშუალოდ 1 საათამდე;
  • გრაფიკი: მოქნილი, თავსებადი სწავლასთან ან ძირითად სამსახურთან;
  • ანაზღაურება: მოხალისეობრივი, ანაზღაურების გარეშე.

ფუნქცია და მოვალეობები:

  • ფონდის საქველმოქმედო პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • ახალი პროექტების იდეების ჩანიშვნა და მათი განხორციელების ორგანიზება;
  • პროექტების მიზნების, ძირითადი ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა;
  • პროექტებში ჩართული მოხალისეების საქმიანობის კოორდინაცია და გუნდური თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • მიმდინარე პროექტების პროგრესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პროცესების გაუმჯობესება;
  • პროექტების შედეგების შეჯამება და გუნდისთვის ინფორმაციის გაზიარება.

რას ველით შენგან:

  • პროექტების მართვის ან კოორდინაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის;
  • მოტივაციას, ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში და შენი წვლილი შეიტანო ბავშვების დახმარებაში;
  • ორგანიზებულობასა და დროის ეფექტიანად მართვის უნარს.

ჩვენ გთავაზობთ

უპირველეს ყოვლისა, ბევრ სითბოს, სიყვარულსა და ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს.

ასევე, მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც შეძლებ საკუთარი იდეების განხორციელებას, რეალური პასუხისმგებლობის აღებასა და ისეთი პროექტების მართვას, რომელთა შედეგებიც ბავშვების ცხოვრებაზე უშუალოდ აისახება.

რას გაძლევს მოხალისეობა:

  • სოციალური გავლენა - დაეხმარები ბავშვებს;
  • პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე;
  • ახალი კავშირები, განვითარება და რეკომენდაცია;
  • პროფესიული გამოცდილება.

როგორ შემოგვიერთდე?

თუ გინდა, რომ შენი დრო, ცოდნა და ენერგია მნიშვნელოვან საქმეს მოახმარო, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე.

ელფოსტის სათაურში მიუთითე: "პროექტების მენეჯერი (მოხალისე)".

ერთად შევცვალოთ სამყარო - ერთი კეთილი საქმით, ერთი პროექტით, ერთი ბავშვის უკეთესი მომავლით!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა