8,953 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CA5H5P45 გამოქვეყნდა 23 სექ 5 ნახვა

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი

მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

"შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: 10:00 - დან 18:00 - მდე (დასვენების დღეები შაბათი/კვირა) ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუდენტების რეგისტრაცია, მათი სასწავლო პროცესებში ორიენტირება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
  • მედიცინის სკოლის სასწავლო პორტალის ადმინისტრირება;
  • გამოცდების ადმინისტრირება და მონიტორინგი;
  • მედიცინის სკოლის გამოცდების ორგანიზება და საგამოცდო სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
  • სტუდენტებისა და ლექტორებისთვის გამოცდებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუდენტებისთვის აპელაციის პროცესის ორგანიზება;
  • სტუდენტთა კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • ლექტორებისა და სტუდენტების ინფორმირება უნივერსიტეტის სასწავლო სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი.
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სულ მცირე C1 დონე (ვერბალური და წერითი კომუნიკაციის გამართული ცოდნა)

ცოდნა და უნარები:

  • პუნქტუალურობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • დროის ეფექტურად მართვა.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა