მეხინკლე
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" (KTW Group) აცხადებს ვაკანსიას მეხინკლის პოზიციაზე ყაზბეგში მდებარე რესტორან "ტერავინოში".
სამუშაო პირობები:
- ფიქსირებული ანაზღაურება: 3000 ლარი;
- კვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა კომპანიის მხრიდან;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- სამუშაო ადგილი: ყაზბეგი, რესტორანი "ტერავინო".
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლასიკური ხინკლის მომზადება რესტორნის რეცეპტურისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
- ხინკლის ცომისა და შიგთავსის მომზადება, მოხვევისა და ხარშვის ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფილად შესრულება;
- ხინკლის გემოვნური თვისებების, წვნიანობისა და ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება;
- შეკვეთების დროული და ხარისხიანი შესრულება;
- პროდუქტების რაციონალური გამოყენება და დანაკარგების მინიმიზაცია;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მეხინკლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ცომის დამუშავებისა და ხინკლის მოხვევის ტექნიკის მაღალ დონეზე ფლობა;
- სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური სტანდარტების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მეხინკლე.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.