ანალიტიკოსი
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30; ანაზღაურება: 3000 Net. ბენეფიტები: კორპორაციული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი
ძირითადი ფუნქციები:
- მარკეტინგული აქციებისა და კამპანიების გაშვებამდე ანალიტიკური შეფასების მომზადება - მიზნობრივი აუდიტორია, მოსალოდნელი შედეგები, ეფექტიანობის პროგნოზი, ფინანსური და ბიზნეს-ეფექტის გაანგარიშება;
- მარკეტინგის მიმდინარე პროექტების ანალიტიკური მხარდაჭერა, მონაცემების შეგროვება, დამუშავება და პროექტების ეფექტიანობის შეფასებასა - მიღებული შედეგების მონიტორინგი;
- ციფრული და ტრადიციული მარკეტინგული არხებიდან (Google Analytics, Social Media, CRM system და ა.შ.) მონაცემების რეგულარული შეგროვება და დამუშავება;
- A/B ტესტირების შედეგების ანალიზი ვებსაიტის, სარეკლამო ბანერებისა და კამპანიების ოპტიმიზაციისთვის;
- მომხმარებელთა ქცევის, გაყიდვების, ლოიალობის პროგრამისა და ციფრული არხების მონაცემების ანალიზი;
- ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ტენდენციების მონიტორინგი და ანალიზი;
- განხორციელებული აქციებისა და კამპანიების შედეგებისა და KPI-ების შეფასებასა და დეტალური ანგარიშების მომზადება;
- ROMI-ის (Return on Marketing Investment) მაჩვენებლის რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი;
- ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტებისა და ინტერაქციული დაშბორდების შექმნა;
- მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების, იდეებისა და ოპტიმიზაციის გზების შეთავაზება მარკეტინგის დეპარტამენტისთვის;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა, მიზნობრივი და ეკონომიკურად ოპტიმალური მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დასაგეგმად;
- IT დეპარტამენტთან კოორდინაცია აქციებთან და მარკეტინგულ პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტექნიკური დავალებებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- უმაღლესი განათლება, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონეზე;
- CRM სისტემებთან და Google Analytics-თან მუშაობის გამოცდილება;
- დაშბორდებისა და ვიზუალური რეპორტების შექმნის გამოცდილება (მაგ. Power BI, Google Data Studio/Looker Studio ან ანალოგიური ინსტრუმენტი);
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ "ანალიტიკოსი".
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.