9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CK0JYWPE გამოქვეყნდა 16 ოქტ 39 ნახვა

Key Account მენეჯერი

ესპრესო ჯორჯია გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე

"ESPRESSO GEORGIA" არის ყავის მარცვლის უმსხვილესი იმპორტიორი 2006 წლიდან. ასევე პრემიუმ ხარისხის სიროფების, ტოპინგების, კოქტეილების დანამატების, ცივი, თუ ცხელი სასმელების მოსამზადებელი ნედლეულის იმპორტიორი.

"ESPRESSO GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას Key Account მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (გამოცდილების შესაბამისად) გრაფიკი: 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელური მიმართულების გაყიდვების გეგმების შესრულება და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
  • პარტნიორი კომპანიებისა და სავაჭრო ობიექტების ბრუნვის, გაყიდვებისა და ძირითადი პროდუქტების ანალიზი;
  • ქსელურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პირობების მართვა;
  • შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და დროული მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
  • აქციებისა და პრომოაქტივობების დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობა;
  • სავაჭრო ობიექტებზე მერჩენდაიზინგის სტანდარტების კონტროლი;
  • გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება;
  • დაქვემდებარებული მერჩენდაიზერის საქმიანობის მართვა, მონიტორინგი და შეფასება;
  • გუნდისთვის მიზნების დასახვა, მხარდაჭერა და მოტივაციის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებისა და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • შედეგებზე და მიზნებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • MS Excel-ის ცოდნა;
  • 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა