მაღაზიის ასისტენტ მენეჯერი-Oysho
"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.
კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ასისტენტ მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: სრული
რას გააკეთებ: - მხარს დაუჭერ მაღაზიის მენეჯერს ყოველდღიური ოპერაციების მართვასა და მაღაზიის ეფექტურ ფუნქციონირებაში; - ჩაერთვები მაღაზიის პროცესებში, გაყიდვების ზრდისა და საოპერაციო სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით; - გააკონტროლებ პროდუქციისა და კოლექციის სწორ განლაგებას დარბაზსა და საწყობში, ასევე მარაგებისა და ასორტიმენტის ხელმისაწვდომობას; - მონაწილეობას მიიღებ ახალი კოლექციის მიღების, პროდუქციის სისტემურად დამუშავებისა და ინვენტარიზაციის პროცესებში; - უზრუნველყოფ მაღაზიაში მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში შეითავსებ სალაროს ფუნქციებს; - მოამზადებ გაყიდვებთან და საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ რეპორტებს და ჩაერთვები კომერციულ/მარკეტინგულ აქტივობებში; - მონაწილეობას მიიღებ გუნდის მართვასა და განვითარებაში-სამუშაო გრაფიკების დაგეგმვაში, თანამშრომლების შეფასებასა და ცოდნის გაზიარებაში; - უზრუნველყოფ კომპანიის პოლიტიკის, უსაფრთხოების, ჰიგიენისა და დანაკარგების პრევენციის სტანდარტების დაცვას; - ითანამშრომლებ სხვადასხვა დეპარტამენტთან მაღაზიის საჭიროებებისა და პროცესების ეფექტური მართვის მიზნით.
მნიშვნელოვანია: - 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე. - ინგლისური ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ: - ანაზღაურება- 1 400 ლარი + 1 000 ლარამდე ბონუსი. - სასიამოვნო სამუშაო გარემოს; - კორპორატიულ დაზღვევას; - წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/vz8xDv3e
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.