ფილიალის მენეჯერი - ბოლნისი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ბოლნისის ახალ ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.
ქალაქი ბოლნისი, ქუჩა ს.ს. ორბელიანის N163
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში I თვეს -1600, II თვე - 1700)
ფუნქცია-მოვალეობები: - პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა; - პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი; - მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი; - დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება; - ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა; - პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმესგადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/nIWLWM4c
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.