ოპერაციების მენეჯერი
"Chocotella" არის პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ შოკოლადის ნაწარმს.
კომპანია აერთიანებს სრულ საწარმოო ციკლს, საცალო მაღაზიების ქსელსა და სადისტრიბუციო მიმართულებას.
კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ ძლიერ და პროაქტიულ ოპერაციების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების გამართულ მუშაობაზე, მათ სისტემატიზაციასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ მიღებული დავალებების შესრულებით. ვეძებთ მენეჯერს, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად დაინახოს პრობლემა, გააანალიზოს მისი მიზეზი, შემოგვთავაზოს გამოსავალი და უზრუნველყოს მისი განხორციელება.
ძირითადი მოვალეობები:
საოპერაციო პროცესების მართვა:
** კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების კოორდინაცია და კონტროლი;
** წარმოების, მაღაზიების, საწყობის, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის პროცესების ერთმანეთთან გამართული კოორდინაცია;
** საოპერაციო პრობლემებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა;
** არსებული პროცესების სისტემატიზაცია, გამარტივება და ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება.
წარმოებისა და მარაგების კონტროლი:
** საწარმოო გეგმის შესრულებისა და წარმოების უწყვეტობის კონტროლი;
** ნედლეულის, შესაფუთი მასალებისა და მზა პროდუქციის მარაგების კონტროლის სისტემის მართვა;
** მინიმალური და ოპტიმალური მარაგების განსაზღვრა და შესყიდვების დროული დაგეგმვა;
** წარმოებაში ნედლეულის მოძრაობის, დანაკარგებისა და ჩამოწერების კონტროლი;
** ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების შესაბამისობის უზრუნველყოფა.
მაღაზიების ოპერაციული მართვა:
** კომპანიის საცალო ობიექტების ყოველდღიური საოპერაციო პროცესების კონტროლი;
** მაღაზიების დროული და სწორი მომარაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ნაშთების, ვადების, ჩამოწერებისა და ინვენტარიზაციების კონტროლი;
** პროდუქციის სწორად განლაგებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკებისა და ყოველდღიური პროცესების ორგანიზება;
** გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.
შესყიდვები და ლოჯისტიკა:
** საჭირო ნედლეულისა და მასალების შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** ფასების, პირობებისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
** შეკვეთებისა და ლოჯისტიკური პროცესების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა.
ERP და მონაცემების მართვა:
** ERP სისტემაში ინფორმაციის სწორად და დროულად ასახვის კონტროლი;
** მარაგების, წარმოების, გადაადგილებებისა და ჩამოწერების მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზისა და მენეჯმენტისთვის საჭირო ანგარიშების მომზადება;
** Excel-ის გამოყენებით საოპერაციო მონაცემების დამუშავება და ანალიზი.
გუნდის მართვა:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** პასუხისმგებლობებისა და სამუშაო პროცესების მკაფიოდ განსაზღვრა;
** თანამშრომლების შესრულების ხარისხისა და დისციპლინის კონტროლი;
** რეგულარული შეხვედრების ჩატარება და არსებული პრობლემების დროული გადაწყვეტა;
** თანამშრომლების შერჩევის, ადაპტაციისა და შეფასების პროცესებში მონაწილეობა.
ანგარიშგება და ეფექტიანობის კონტროლი:
** ძირითადი საოპერაციო მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი;
** წარმოების ეფექტიანობის, დანაკარგების, მარაგების, ჩამოწერებისა და სხვა საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზი;
** ყოველკვირეული საოპერაციო ანგარიშის მომზადება;
** აღმოჩენილ პრობლემებზე არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, არამედ კონკრეტული გამოსავლისა და სამოქმედო გეგმის შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ოპერაციების მართვის ან მსგავს მმართველ პოზიციაზე;
** სასურველია გამოცდილება საწარმოო, საცალო, FMCG ან სადისტრიბუციო კომპანიაში;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
** მარაგებისა და სასაწყობე პროცესების მართვის გამოცდილება;
** საოპერაციო პროცესების შექმნისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა;
** მონაცემების ანალიზისა და ანგარიშგების უნარი;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან მონათესავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
როგორი ადამიანი გვჭირდება:
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც ახასიათებს:
** პროაქტიულობა — არ ელოდება მხოლოდ დავალებებს და დამოუკიდებლად ხედავს, რა საჭიროებს გაუმჯობესებას;
** სისტემური აზროვნება — შეუძლია ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესების მთლიანობაში დანახვა;
** შედეგზე ორიენტირება — იღებს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ პროცესზე, არამედ საბოლოო შედეგზეც;
** ანალიტიკური აზროვნება — გადაწყვეტილებებს იღებს მონაცემებისა და ფაქტების საფუძველზე;
** ორგანიზებულობა — შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მიმართულების მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
** ლიდერობა — შეუძლია გუნდის მართვა, პასუხისმგებლობების განაწილება და შესრულების მოთხოვნა;
** დეტალებზე ორიენტირება — განსაკუთრებით მარაგების, წარმოებისა და ფინანსურ მონაცემებთან მუშაობისას;
** ინიციატივიანობა — მუდმივად ეძებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივების გზებს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** ანაზღაურება: 3, 000 ლარი + KPI-ზე დაფუძნებული ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV:
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.