8728 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E24VSA6E გამოქვეყნდა 7 სექ 3 ნახვა

ალიანს ჯგუფი

ალიანს ჯგუფი

რეცეფციონისტი

ალიანს ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ალიანს ჯგუფი" პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც წამყვან გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობით შექმნა სასტუმროს ტიპის მულტიფუნქციური კომპლექსები, დანერგა თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები და ჩამოაყალიბა გამორჩეული საინვესტიციო კულტურა.

20 წელი, 25-ზე მეტი პროექტი და $1.5 მილიარდის ინვესტიცია - "ალიანს ჯგუფი" საერთაშორისო ბრენდებთან (Hyatt, Marriott, Hilton) კოლაბორაციით ქმნის სრულყოფილ საინვესტიციო პროდუქტს, სადაც მასშტაბური მშენებლობა და მაღალი კლასის სტუმარმასპინძლობა ერთიანდება.

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს რეცეფციონისტის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანია, კომპანიის ვიზიტორების პირველადი მიღება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და კომპანიის ოფისამდე შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება.

რეცეფციონისტი წარმოადგენს კომპანიის პირველ საკონტაქტო პირს და უზრუნველყოფს ვიზიტორებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და კომპანიის პროფესიული იმიჯის შესაბამისი სტანდარტის დაცვას.

ძირითადი მოვალეობები:

სტუმრების მიღება და მომსახურება:

** კომპანიის ვიზიტორების მიღება და პირველადი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

** სტუმრის ვიზიტის მიზნისა და შესაბამისი დეპარტამენტის იდენტიფიცირება;

** ვიზიტორებისთვის ბიზნეს ცენტრში გადაადგილებისა და კომპანიის ოფისამდე მისასვლელი მარშრუტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

** ვიზიტორების შესაბამის თანამშრომელთან/დეპარტამენტთან დაკავშირებისა და შეხვედრის ორგანიზებაში მხარდაჭერა;

** სტუმრებისა და ვიზიტორების შესახებ საჭირო ინფორმაციის/ჩანაწერების წარმოება.

კომუნიკაცია და ადმინისტრირება:

** კომპანიის თანამშრომლებთან ეფექტიანი შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა ვიზიტორებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

** ვიზიტორების რეგისტრაციისა და შესაბამისი ადმინისტრაციული პროცესების მართვა;

** კომპანიის წარმომადგენლობით სივრცეში მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;

** ვიზიტორებთან დაკავშირებულ საოპერაციო საკითხებზე დროული რეაგირება;

** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

** ინგლისური (და რუსული) ენის ცოდნა საშუალო დონეზე;

** MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა;

** ძლიერი კომუნიკაციური და ინტერპერსონალური უნარები;

** პრეზენტაბელურობა და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დამოუკიდებლად მუშაობისა და სწრაფად ორიენტირების უნარი;

** სხვადასხვა ტიპის ადამიანთან პროფესიული კომუნიკაციის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;

** მომსახურების, ადმინისტრირების, სასტუმრო/სტუმართმასპინძლობის ან სხვა მომხმარებელზე ორიენტირებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;

** შესაძლებლობას, იმუშაოთ თანამედროვე ბიზნეს გარემოში და საერთაშორისო ბრენდებთან დაკავშირებულ პრემიუმ კლასის მულტიფუნქციურ პროექტებზე;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;

** კომპანიის თანამშრომელზე ორიენტირებულ ბენეფიტებსა და შიდა აქტივობებს;

** კონკურენტულ ანაზღაურებას.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით) 10:00-19:00

დაგვიკავშირდით:

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე:

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: Receptionist.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 02.10.206

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანსი თბილისი" საკონტაქტო ინფორმაცია; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანსი თბილისის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;

** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;

** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;

** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;

** მონაცემთა გადატანის უფლება;

** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;

** თანხმობის გამოხმობის უფლება;

** გასაჩივრების უფლება.

შპს "ალიანსი თბილისი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ალიანს ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის