E-commerce სპეციალისტი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი „ბიუთი ბარი“ 5 წელზე მეტია მომხმარებლებს სთავაზობს 500-ზე მეტი დასახელების კორეული თავის მოვლის პროდუქტს. აქ შეხვდები კორეული კოსმეტიკის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას E-commerce სპეციალისტის პოზიციაზე. თუ გიყვარს ონლაინ სივრცე, ორგანიზებულობა და გსურს განვითარდე სწრაფად მზარდ K-beauty ბრენდთან ერთად — გელოდებით!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ვებ-გვერდის ყოველდღიური მართვა – სიახლეებისა და ფასდაკლებების დროული ასახვა. - პროდუქტების კატეგორიებად დახარისხება და კატეგორიების/კოლექციების სისტემატიზაცია. - ვიზუალური და ტექსტური კონტენტის მართვა: პროდუქტის ფოტოებისა და ბანერების განთავსება ვებ-გვერდსა და მარკეტპლეისებზე. - პროდუქტების ტექსტური აღწერილობების მომზადება, თარგმნა და განახლება. - მთავარი გვერდისა და კატეგორიის გვერდების ვიზუალური მოწესრიგება, სეზონურ აქციებზე მორგებით. - პროდუქტების ატვირთვა, განახლება და კორექტირება. - მარაგების მართვა და ამოწურული პროდუქტების დროული აღნიშვნა. - Extra, Wolt-ისა და Glovo-ს პლატფორმებზე მაღაზიის სრული მართვა: პროდუქტების განთავსება, ასორტიმენტის განახლება, ფასების სინქრონიზაცია და აქციების გააქტიურება. - შეკვეთებთან დაკავშირებული საკითხების (დაგვიანება, საჩივარი, პრობლემური შეკვეთა) დროული მოგვარება კურიერებთან/მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაციით. - E-commerce პლატფორმებზე შემოსული შეკვეთების გაფორმება. - ყველა პლატფორმაზე ინფორმაციის ერთგვაროვნების უზრუნველყოფა (ფასები, მარაგები, აღწერილობები, სურათები). - ტრენდების და სიახლეების მუდმივი კონტროლი და დანერგვა ბრენდთან მიმართებაში. - ახალი იდეების შემოთავაზება, განხილვა და განხორციელება. - მარკეტინგის, საწყობისა და კურიერის სამსახურთან ყოველდღიური კოორდინაცია ვებ-გვერდისა და მარკეტფლეისების გამართული მუშაობისთვის. - გაყიდვების, მარაგებისა და პლატფორმების საერთო შედეგების პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის. - ახალი აქციების, ფასდაკლებებისა და პრომოკოდების საიტსა და მარკეტფლეისებზე დროული აქტივაცია. - CRM-ის მართვა. ახალი მომხმარებლების დამატება ვებ-გვერდზე. - სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია. - ელ-ფოსტაზე შემოსული შეტყობინებების დახარისხება და შესაბამის პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება. - ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული პოზიციასთან დაკავშირებით სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - Shopify-ს პლათფორმაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპორატესობად; - ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოცდილება; - საკითხების მოკვლევა , ინფორმაციის გადამოწმება და დანერგვა; - Ms Office პროგრამების ცოდნა; - Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე (აუცილებელი); - Canva-ში მუშაობის გამოცდილება; - ქართული ენის გამართული ცოდნა; - ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა; - დეტალებზე ორიენტირებული; - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლიანი; - ორგანიზებული; - პუნქტუალური; - გუნდური მუშაობის უნარი; - პროაქტიული.
ბენეფიტები: - კარიერული ზრდის შესაძლებლობა; - მზარდი შრომითი ანაზღაურება; - კომფორტული სამუშაო გარემო.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N19ბ სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00 ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ "E-commerce სპეციალისტი"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.