პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

D6HMQK7P გამოქვეყნდა 5 ნოე 32 ნახვა

პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი

დამსაქმებელი გარე განცხადება
₾1500 / თვეში −31% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,171 ₾ · 123 განცხადება ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი

ჩვენი კომპანია 10 წელზე მეტია მუშაობს შიდა ლოჯისტიკური გადაზიდვების სფეროში. პარტნიორ პლატფორმებს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ მომსახურებას ვუწევთ და ვთანამშრომლობთ ტაქსისა და სატვირთოს მძღოლებთან და კურიერებთან.

ამ პოზიციაზე შენი მთავარი ამოცანა იქნება პარტნიორთა ქსელის ზრდა და მათი აქტიურობის შენარჩუნება. იმუშავებ როგორც ახალ კანდიდატებთან, ისე არსებულ პარტნიორებთან — პირველი კომუნიკაციიდან მუშაობის დაწყებამდე და შემდგომ მხარდაჭერამდე.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება, მეტი პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი უნარებითა და შედეგებით შემოსავლის ზრდა.

  • მოიზიდავ ახალ პარტნიორებს: მოიძიებ კანდიდატებს, დაუკავშირდები ტელეფონითა და მესენჯერებით, აუხსნი პირობებს და გააგრძელებ კომუნიკაციას მუშაობის დაწყებამდე.
  • დაეხმარები სამუშაოში ჩართვას: გაუწევ მხარდაჭერას რეგისტრაციისას, ასწავლი სამუშაო სისტემების გამოყენებას და დაეხმარები პირველ დღეებში.
  • იმუშავებ პარტნიორების დაბრუნებაზე: დაუკავშირდები არააქტიურ მძღოლებსა და კურიერებს, გაარკვევ შეჩერების მიზეზებს და დაეხმარები მუშაობის განახლებაში.
  • მართავ ყოველდღიურ ურთიერთობას: უპასუხებ კითხვებს, საჭიროებისას ჩართავ შესაბამის გუნდს და თვალს მიადევნებ საკითხების გადაწყვეტას.
  • იმუშავებ შედეგების გაუმჯობესებაზე: განაახლებ მონაცემებს, აღრიცხავ კომუნიკაციას და პარტნიორების უკუკავშირის საფუძველზე შესთავაზებ გუნდს პროცესების გაუმჯობესებას.
  • ადამიანებთან გასაგები, დამაჯერებელი და ყურადღებიანი კომუნიკაციის უნარი;
  • ყოველდღიური გამავალი ზარებისა და განმეორებითი კომუნიკაციისთვის მზადყოფნა;
  • სამუშაოს დაგეგმვის, კონტაქტების აღრიცხვისა და შეთანხმებული ვადების დაცვის უნარი;
  • მიმდინარე საკითხების შეფასებისა და გადაწყვეტის გზების მოძიების უნარი;
  • კომპიუტერის, საბაზისო Excel-ის, WhatsApp-ისა და Telegram-ის გამოყენება;
  • სწავლის სურვილი და საკუთარ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების მზადყოფნა.
  • გაყიდვების, რეკრუტინგის, სატელეფონო მომსახურების ან მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება უპირატესობა იქნება.
  • უშუალოდ ამ სფეროში გამოცდილება აუცილებელი არ არის — სამუშაო პროცესებსა და სისტემებს შეგასწავლით.

როგორ შეფასდება შენი შედეგი:

შენი მუშაობის შეფასებისას მნიშვნელოვანი იქნება

  • რამდენი ახალი პარტნიორი იწყებს მუშაობას;
  • რამდენი არააქტიური პარტნიორი უბრუნდება მუშაობას;
  • როგორ ინარჩუნებენ პარტნიორები აქტიურობას;
  • რამდენად დროულად და ხარისხიანად იღებენ მხარდაჭერას.

ფიქსირებული ანაზღაურება — 1500 ლარიდან + ყოველთვიური ბონუსი.

აქტივობის, უნარებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით, ჯამური ყოველთვიური შემოსავალი შესაძლოა 4 000 ლარამდე გაიზარდოს. ბონუსი უკავშირდება პარტნიორების მოზიდვის, სამუშაოში ჩართვის, დაბრუნებისა და აქტივობის შედეგებს.

გთავაზობთ საწყის სწავლებას, გამოცდილი გუნდის მხარდაჭერასა და კომფორტულ ოფისს თბილისის ცენტრალურ უბანში.

შედეგების, გაზრდილი პასუხისმგებლობისა და კომპანიის საჭიროებების მიხედვით, განვითარების შესაძლებლობები მოიცავს უფროსი მენეჯერის, ფილიალის, ქსელის ან ქალაქის ხელმძღვანელის პოზიციებს.

  • სამუშაო საათები: 10:00-18:00
  • გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
  • ლოკაცია: თბილისი, ცენტრალური უბანი

განაცხადის გაგზავნა

წერილის სათაურში მიუთითე: "პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა