9090 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D9VACCSD გამოქვეყნდა 30 სექ 4 ნახვა

Promant

Promant

საპრომოციო ღონისძიებების კოორდინატორი

Promant გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

"Promant" — პროფესიონალური ესთეტიკისა და ინექციური მედიცინის მიმართულებით, პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას საპრომოციო ღონისძიებების კოორდინატორის პოზიციაზე.

ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული ღონისძიებების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და საერთაშორისო პროექტების ორგანიზება. ვეძებთ ადამიანს, რომელიც შეძლებს იდეის დაგეგმვიდან ღონისძიების წარმატებით განხორციელებამდე პროცესის ეფექტურად მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ღონისძიებების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ღონისძიების სრული პროცესის კოორდინაცია — დაგეგმვიდან დასრულებამდე;
  • ლოკაციების, მომწოდებლებისა და კონტრაქტორების მოძიება და კომუნიკაცია;
  • დეკორის, ბრენდინგის, ტექნიკური და სხვა საორგანიზაციო დეტალების მართვა;
  • მონაწილეებთან, სპიკერებთან, ექიმებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • ღონისძიებების ბიუჯეტების დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობა;
  • საჭირო მასალებისა და პროდუქციის დროული მომზადების უზრუნველყოფა;
  • ღონისძიების დღეს პროცესების ადგილზე კოორდინაცია;
  • საერთაშორისო ღონისძიებებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მართვაში მონაწილეობა;
  • ღონისძიებების შემდგომი უკუკავშირის შეგროვება და შედეგების შეფასება;
  • კომპანიის მარკეტინგულ და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა.

ჩვენგან გელოდებით:

  • ღონისძიებების ორგანიზების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას 3+ წელი;
  • ორგანიზაციულ უნარებს და დეტალებზე ორიენტირებულობას;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებს;
  • რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარს;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარს;
  • კრეატიულ და ინიციატივიან მიდგომას;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის კარგ უნარს;
  • საოფისე პროგრამების ცოდნას.

მოთხოვნები:

  • მუშაობას თანამედროვე და დინამიკურ გარემოში;
  • საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან და პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო ღონისძიებებთან მუშაობის გამოცდილების მიღებას;
  • ტრენინგებსა და საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

თუ გიყვარს ორგანიზება, ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიკური გარემო და ისეთი ღონისძიებების შექმნა, სადაც ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს — გელოდებით "Promant"-ის გუნდში.

გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე და შემოგვიერთდი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Promant
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა