8191 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DA7E5BSS გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ტალანტების მოზიდვის მენეჯერი

არქი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ ტალანტების მოზიდვის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** კომპანიაში, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კორპორაციული ღირებულებების შესაბამისი თანამშრომლების შერჩევა დროულად და ეფექტიანად; ** თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის მართვა და უზრუნველყოფა: ‒ ვაკანსიების იდენტიფიცირება; ‒ ვაკანსიის განაცხადის მომზადება, დამკვეთთან შეთანხმება და განთავსება; ‒ როგორც შემოსული აპლიკაციებით, ასევე სხვა არხებით, რელევანტური აპლიკანტების მოძიება/შერჩევა; ‒ გასაუბრებისათვის, პოზიციის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მომზადება; ‒ გასაუბრებების და ტესტირების ორგანიზება; ‒ უკუკავშირის უზრუნველყოფა ნებისმიერი აპლიკანტისათვის; ‒ შერჩეული კანდიდატებისათვის შეთავაზების დოკუმენტის მომზადება; ‒ პირადი საქმისათვის დოკუმენტაციის უზრუნველყოფა; ‒ აპლიკანტების ბაზების უზრუნველყოფა და პერიოდული რეპორტინგი. ** ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია-ადაპტაციის პროცესის მართვაში ჩართულობა; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ** მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება შერჩევის მიმართულებით; ** ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; ** ინგლისური ენის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
არქი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის