8858 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DBGAECEK გამოქვეყნდა 11 სექ 3 ნახვა

ავერსის კლინიკა

ავერსის კლინიკა

ონლაინ სამედიცინო სერვისების კოორდინატორი

ავერსის კლინიკა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ონლაინ სამედიცინო სერვისების კოორდინატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ონლაინ კონსულტაციის სერვისის დანერგვის გეგმის შემუშავება და პროცესის ეტაპობრივი აწყობა;

** პირველადი და განმეორებითი ონლაინ კონსულტაციების პროცესის ორგანიზება;

** ექიმების ონლაინ კონსულტაციის გრაფიკების შედგენა და მართვა;

** პაციენტების რეგისტრაციის, ჩაწერისა და ინფორმირების პროცესის კოორდინაცია;

** ონლაინ გადახდების, გადახდის დადასტურებისა და ფინანსურ სამსახურთან კომუნიკაციის მართვა;

** ქოლცენტრთან, რეგისტრატურასთან, ბუღალტერიასთან, ექიმებთან და ტექნიკურ გუნდთან ყოველდღიური კოორდინაცია;

** პაციენტისა და ექიმის კომუნიკაციის სტანდარტის განსაზღვრაში მონაწილეობა;

** შესაბამისი SOP-ების, ინსტრუქციებისა და სამუშაო პროცედურების მომზადებაში ხარისხის სამსახურთან თანამშრომლობა;

** ონლაინ კონსულტაციის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის წარმოებისა და ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის დაფიქსირების კონტროლი;

** ონლაინ რეგისტრაციის ფორმების, ვიდეოკონსულტაციის საშუალებებისა და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტების მართვა;

** ტექნიკურ გუნდთან ერთად სისტემური ხარვეზებისა და პროცესის გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირება;

** მარკეტინგის გუნდთან ერთად სერვისის შესახებ ინფორმაციის მომზადება და ვებგვერდზე, სოციალურ მედიასა და სხვა საკომუნიკაციო არხებში განთავსების კოორდინაცია;

** პაციენტებისა და ექიმებისგან უკუკავშირის მიღება და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება;

** ონლაინ კონსულტაციების რაოდენობის, შემოსავლების, მოთხოვნის, გაუქმებული ვიზიტებისა და სხვა ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან მონათესავე მიმართულებით;

** სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** სასურველია 2-წლიანი გამოცდილება პროექტების, საოპერაციო პროცესების ან მომსახურების მიმართულების მართვაში;

** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის, კარგი ცოდნა;

** სასურველია CRM-ის, კლინიკური პროგრამის, ონლაინ რეგისტრაციის ან სხვა ციფრული სისტემების გამოყენების გამოცდილება.

პოზიციაზე აუცილებელი უნარები:

** პროექტების დაგეგმვისა და მართვის უნარი;

** მაღალი ორგანიზებულობა და რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;

** ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;

** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;

** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/uPYW8

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ მონაცემების წარდგენა, გულისხმობს სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიის განთავსებიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ამავე ვადის განმავლობაში ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.

წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს"; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "სელფ.ჯი" (ს/ნ: 405373714), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ავერსის კლინიკა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა