9842 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DDDBJ9FV გამოქვეყნდა 23 ოქტ 26 ნახვა

სამოქალაქო სამართლის იურისტი უძრავი ქონების მიმართულებით

არქიტექტონი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე

"არქიტექტონი" აცხადებს ვაკანსიას სამოქალაქო სამართლის იურისტის პოზიციაზე, უძრავი ქონების მიმართულებით.

ვეძებთ იურისტს, რომელიც იმუშავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კერძოსამართლებრივ საკითხებზე — ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებიდან და გარიგებების მომზადებიდან, საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხებისა და დავების მართვამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა და კლიენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა და შეფასება, მათ შორის საკუთრების უფლების, თანამესაკუთრეობის, რეგისტრირებული ვალდებულებების, იპოთეკის, ყადაღის, სერვიტუტისა და სხვა უფლებრივი შეზღუდვების ანალიზი;
  • უძრავი ქონების შეძენამდე ან გასხვისებამდე სამართლებრივი კვლევის (Legal Due Diligence) განხორციელება და სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება;
  • ნასყიდობის, წინარე ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, იჯარის/ქირავნობის, სარგებლობის, ნარდობის, მომსახურების, სესხის, იპოთეკისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების მომზადება, შემოწმება და სამართლებრივი შეფასება;
  • დეველოპერსა და უძრავი ქონების მყიდველებს შორის გასაფორმებელი წინარე და ძირითადი ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება და სამართლებრივი კონტროლი;
  • მესაკუთრეებსა და ინვესტორებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობა და შეთანხმებების სამართლებრივი ფორმირება;
  • უძრავი ქონების თანამესაკუთრეობასთან, ქონების გაყოფასთან, საზიარო უფლების გაუქმებასთან, სარგებლობის წესის განსაზღვრასთან და სხვა სანივთო-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული საქმეების წარმოება;
  • საკუთრების უფლების დაცვასთან, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვასთან, საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა სამოქალაქო დავების წარმოება;
  • სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევასთან, ხელშეკრულების შეწყვეტასთან, ზიანის ანაზღაურებასთან, პირგასამტეხლოსა და სხვა სამოქალაქო მოთხოვნებთან დაკავშირებული საქმეების სამართლებრივი მართვა;
  • კლიენტის ინტერესების დაცვა წინასასამართლო მოლაპარაკებებისა და დავის მორიგებით დასრულების პროცესში;
  • სარჩელების, შესაგებლების, სააპელაციო საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება;
  • სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და კლიენტების წარმომადგენლობა შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  • უძრავ ქონებაზე უფლებების, ვალდებულებებისა და შესაბამისი გარიგებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • სანოტარო და სარეგისტრაციო პროცედურებისთვის საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
  • მიმდინარე საქმეების, საპროცესო და სახელშეკრულებო ვადების კონტროლი;
  • სამოქალაქო და უძრავი ქონების სამართლის მიმართულებით კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და საჯარო რეესტრთან დაკავშირებული კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • სანივთო, ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ხელშეკრულებებისა და საპროცესო დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
  • სამართლებრივი კვლევის, ინფორმაციის ანალიზისა და დასაბუთებული სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი;
  • სასამართლო პრაქტიკის მოძიებისა და ანალიზის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტთან პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე საქმის პარალელურად ეფექტურად მართვის უნარი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის დანიშნულების ველში მიუთითოთ: "სამოქალაქო სამართლის იურისტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა