პროექტის მენეჯერი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის Do IT in Georgia-ს პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- Do IT in Georgia-ს პროექტის ფარგლებში არსებული პროგრამების მართვა და კოორდინაცია;
- ტრენინგ პროვაიდერებთან და IT კომპანიებთან კომუნიკაცია;
- პროექტის მონაწილეებთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება, გაანალიზება და კონტროლი;
- ბაზრის კვლევა და ანალიზი;
- პროგრამების დიზაინის შემუშავება, განახლება და გაუმჯობესება;
- ხარისხის მართვა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- გუნდთან ერთად მუშაობა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება:
- პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საგანმანათლებლო პროექტების მართვის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- IT სფეროში ან/და IT პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
ენები: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დაგეგმვისა და მართვის უნარები;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ლინკზე გაეცნოთ ინფორმაციას და გაგვიზიაროთ რეზიუმე: https://gita.selfrecruit.ge/s/tqmZH
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.