9315 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DKRHMY95 გამოქვეყნდა 28 ოქტ 7 ნახვა

HVAC ინჟინერი

თერმო ცენტრი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა ინჟინერი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი ფუნქციები:

  • საპროექტო და არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და დამუშავება
  • HVAC (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება) სისტემების დაპროექტება ობიექტის ინდივიდუალური სპეციფიკის (ფართობი, დანიშნულება, კონსტრუქციული მახასიათებლები) გათვალისწინებით.
  • შესაბამისი საინჟინრო მეთოდოლოგიით თბოდანაკარგებისა და დატვირთვების ზუსტი გათვლა.
  • ობიექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი სისტემების შერჩევა და ტექნიკური რეკომენდაციების მომზადება (მაგ. VRF სისტემები, სპლიტ-სისტემები, ჩილერები, სავენტილაციო სისტემები).
  • პროექტისთვის საჭირო მასალების, აღჭურვილობის, მილსადენებისა და საიზოლაციო მასალების ჩამონათვალისა და რაოდენობის განსაზღვრა
  • ობიექტებზე პერიოდული ვიზიტები და პროექტით გათვალისწინებული სამონტაჟო და საინსტალაციო სამუშაოების მონიტორინგი და კონტროლი
  • კომერციული კონდიცირების გამართულად მუშაობისთვის რეკომენდაციების მიწოდება
  • ტექნიკური დეტალების, სპეციფიკაციებისა და საპროექტო მონაცემების ოპერატიული მიწოდება გაყიდვებისა და პროექტების მენეჯერებისთვის
  • პროექტის ბიუჯეტირება და ინვოისის მომზადება
  • ხელმძღვანელის მითითებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია HVAC, სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით)
  • აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება HVAC სისტემების დაპროექტებაში და/ან ტექნიკურ ზედამხედველობაში
  • თბოტექნიკური გათვლების შესრულების გამოცდილება
  • კომერციული და საცხოვრებელი ობიექტებისთვის შესაბამისი HVAC გადაწყვეტილებების შერჩევის გამოცდილება
  • საინჟინრო ნახაზების (AutoCAD ან მსგავსი პროგრამები) წაკითხვისა და შედგენის გამოცდილება
  • ბიუჯეტირებისა და საინვოისო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება
  • MS Excel-ის და საპროექტო/საინჟინრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს:

  • VRF/VRV CHILER სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
  • გამოცდილება პრემიუმ ან მაღალბიუჯეტიან კომერციულ პროექტებზე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HVAC ინჟინერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 17.11.2026

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა