8665 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DQQ954FW გამოქვეყნდა 11 სექ 5 ნახვა

მოდუსი

მოდუსი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

მოდუსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის.,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. მის: ქ. თბილისში, რ. აგლაძის N51.

სამუშაო აღწერილობა: - შემომავალი ზარების მართვა და მომხმარებლების კვალიფიციური მომსახურება; - კომპანიის სოც. ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება; - მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება; - მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება; - საჭიროების შემთხვევაში ზარის/მოთხოვნის შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა; - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; - მომხმარებლებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია (კომპანიის მომსახურების სტანდარტის შესაბამისად); - კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; - სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტულ ანაზღაურებას; - ტრენინგებს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - უფასო კვებას; - Fit-pass-ს; - ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.

გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შემდეგნაირად:,,ქოლ-ცენტრის ოპერატორი’’ და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მოდუსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა