8,881 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E19WKBNF გამოქვეყნდა 25 სექ 8 ნახვა

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ოქტ

ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/

კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს.ცინცაძის ქ. სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი. ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების, გატარებებისა და საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
  • ხელფასების, ავანსებისა და ბონუსების დარიცხვისთვის საჭირო მონაცემების დამუშავება და სახელფასო უწყისების მომზადება;
  • სალაროსა და სხვა ფულადი ოპერაციების კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების, მათ შორის საპენსიო დეკლარაციის მომზადება და დროული წარდგენა;
  • ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა პირველადი დოკუმენტების შემოწმება, აღრიცხვა და სტატუსების კონტროლი;
  • მომწოდებლებთან, დებიტორებთან და კრედიტორებთან ნაშთების შედარება და ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • აუდიტის პროცესში მონაწილეობა და მოთხოვნილი ფინანსური ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე განხრით;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა;

პიროვნული და პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
  • ანალიტიკური აზროვნება და რისკების შეფასების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
  • თანამშრომლის საპენსიოს შენატანის დაფარვას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია "ინოთიმი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ინოთიმის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის 1 წლის ვადით.

თუ არ გსურთ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე, გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა