8952 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E3N6JZ21 გამოქვეყნდა 2 ოქტ 5 ნახვა

Do It Group

Do It Group

ბიზნესის განვითარების და პარტნიორობის სპეციალისტი

Do It Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე

ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება სტარტაპების გაყიდვებისა და პარტნიორული ქსელის განვითარებაში. წინასწარი სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. შერჩეულ კანდიდატს შევასწავლით სამუშაო პროცესს, პროდუქტის წარდგენას, პარტნიორებთან კომუნიკაციას, გაყიდვების პროცესსა და მოლაპარაკებების ძირითად პრინციპებს.

ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც მოსწონს დინამიკური, ახალგაზრდული გარემო, ახალი ადამიანებისა და კომპანიების გაცნობა, მოლაპარაკებების წარმოება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნა.

პოზიცია: ბიზნესის განვითარებისა და პარტნიორობის სპეციალისტი

სამუშაო ფორმატი: პოზიცია არის ჰიბრიდული. სამუშაო ფორმატი მაქსიმალურად მოერგება შერჩეული კანდიდატის შესაძლებლობებსა და სამუშაო სტილს.

მისამართი: D Block (Radio City), ალეკო გობრონიძის ქუჩა 45

ანაზღაურება: პირველი 2 თვის განმავლობაში ანაზღაურება იქნება შედეგზე დაფუძნებული და დამოკიდებული მოზიდულ გაყიდვებსა და პარტნიორობებზე. წარმატებული თანამშრომლობისა და შედეგების შემთხვევაში, 2 თვის შემდეგ შესაძლებელია გადასვლა მოდელზე - ფიქსირებული ხელფასი + შედეგზე დამოკიდებული ბონუსი

რას გააკეთებ ჩვენთან?

  • მოიძიებ პოტენციურ პარტნიორებსა და კორპორაციულ კლიენტებს
  • წარადგენ სტარტაპების პროდუქტებსა და შეთავაზებებს
  • დაგეგმავ და ჩაატარებ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
  • აწარმოებ მოლაპარაკებებს თანამშრომლობისა და გაყიდვების მიმართულებით
  • მოამზადებ პარტნიორებისთვის ინდივიდუალურ შეთავაზებებს
  • მართავ პოტენციური პარტნიორებისა და კლიენტების ბაზას და გაუწევ follow-up-ს მიმდინარე კომუნიკაციებს
  • ჩაერთვები გაყიდვების სტრატეგიისა და სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვაში

ვის ვეძებთ?

ადამიანს, რომელიც:

  • თავისუფლად და თავდაჯერებულად ურთიერთობს სხვადასხვა ტიპის ადამიანთან
  • არ ერიდება ახალი კონტაქტების მოძიებასა და პირველი კომუნიკაციის ინიციირებას
  • შეუძლია პროდუქტის ღირებულების მარტივად და დამაჯერებლად ახსნა
  • აქვს მოლაპარაკებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების კარგი უნარი
  • არის ინიციატივიანი, დამოუკიდებელი და შედეგზე ორიენტირებული
  • ინტერესდება ტექნოლოგიებით, სტარტაპებითა და ახალი პროდუქტებით

რას გთავაზობთ?

  • შესაძლებლობას, იმუშაო რეალურ და მზარდ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე
  • ახალგაზრდულ და მოქნილ სტარტაპ გარემოს
  • უშუალო კომუნიკაციას პროდუქტების დამფუძნებლებთან
  • შესაძლებლობას, შენი იდეები რეალურად დანერგო და გავლენა მოახდინო გაყიდვების მიმართულების განვითარებაზე
  • პროფესიული ზრდისა და სამომავლოდ უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობას

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ბმულზე: https://forms.gle/xxjQRbXEDMhUN6zA7

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Do It Group
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა