მორიგე ინჟინერი
მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ბულვარი“, სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.
სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას მორიგე ინჟინერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20
ძირითადი მოვალეობები: - სასტუმროს საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, წყალმომარაგება, გათბობა/გაგრილება და სხვ.) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა - ტექნიკური ხარვეზების სწრაფი დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა - პრევენციული სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება - ავარიულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება - ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა - სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ტექნიკური საკითხების მოგვარების მიზნით
მოთხოვნები: - შესაბამისი ტექნიკური განათლება (სასურველია) - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - ელექტრო და სანტექნიკური სისტემების საბაზისო ცოდნა - პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - მოქნილი გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (ცვლაში მუშაობა)
კომპანია გთავაზობთ: - მეგობრულ სამუშაო გარემოს - დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) - კვებით უზრუნველყოფას - ანაზღაურება 1350 ლარი (NET)
დაინეტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე, სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.