9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

E679RBCR გამოქვეყნდა 14 ოქტ 41 ნახვა

პროექტების გაყიდვების სპეციალისტი

Oxford School Georgia გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 ნოე

Oxford School Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროექტების გაყიდვების სპეციალისტი

ორგანიზაცია: Oxford School Georgia პოზიცია: პროექტების გაყიდვების მენეჯერი სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას ქ. 47 სამუშაო საათები: 11:00–19:00 დასაქმების ტიპი: სრული

პოზიციის შესახებ ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Oxford School Georgia-ს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროექტების გაყიდვაზე. ჩვენთვის ეს პოზიცია მხოლოდ კლიენტებთან კომუნიკაციას არ გულისხმობს. გვჭირდება ადამიანი, რომელიც აიღებს კონკრეტულ პროექტს, გაიაზრებს მის მიზნობრივ აუდიტორიას, დაგეგმავს გაყიდვების პროცესს, მოიძიებს პოტენციურ მონაწილეებს/კლიენტებს, დაამყარებს კომუნიკაციას, მართავს ლიდებს დასაბოლოო შედეგამდე მიიყვანს გაყიდვას. სპეციალისტი იმუშავებს როგორც ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამებზე, ისე ახალ პროექტებზე დაჩართული იქნება მათი კომერციული მიმართულების განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები - Oxford School Georgia-ს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების გაყიდვა; - კონკრეტულ პროექტებზე გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა; - პოტენციური მომხმარებლების/მონაწილეების მოძიება და ახალი ლიდების გენერირება; - შემოსულ ლიდებთან დროული კომუნიკაცია და მათი გაყიდვაში გადაყვანა; - კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელფოსტითა და სხვა არხებით; - პროგრამების, მათი ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა; - დაინტერესებული პირების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროგრამის შეთავაზება; - გაყიდვების funnel-ის მართვა - პირველი კონტაქტიდან რეგისტრაციამდე/შეძენამდე; - არსებული კლიენტების follow-up და გაყიდვის პროცესის ბოლომდე მიყვანა; - გაყიდვების შედეგების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება; - გაყიდვების მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება; - სხვადასხვა პროექტისთვის გაყიდვების ახალი არხებისა და შესაძლებლობების მოძიება; - საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორებთან, სკოლებთან, კომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; - პროექტების ღონისძიებებსა და შეხვედრებში ჩართულობა; - მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა კამპანიების დაგეგმვისა და გაყიდვებში გარდაქმნის მიზნით; - პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეებთან კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია; - პროექტის კომერციულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღება.

რას ველით კანდიდატისგან ვეძებთ ადამიანს, რომელსაც: - აქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ძლიერი ინტერესი გაყიდვების მიმართულებით; - შეუძლია ადამიანებთან მარტივად და დამაჯერებლად კომუნიკაცია; - აქვს ძლიერი მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი; - არის შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული გაყიდვების შესრულებით; - შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს სამუშაო და მართოს რამდენიმე პროექტი/ამოცანა; - არ ელის მხოლოდ შემოსულ კლიენტებს და თავადაც ეძებს გაყიდვის შესაძლებლობებს; - კარგად ესმის მომხმარებლის საჭიროება დაშეუძლია შესაბამისი შეთავაზების გაკეთება; - არის ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი; - შეუძლია follow-up-ის სისტემურად მართვა; - აქვს ანალიტიკური აზროვნება და შედეგების შეფასების უნარი; - შეუძლია გუნდთან თანამშრომლობა, თუმცა დამოუკიდებლად მუშაობაც კომფორტულად გამოსდის; - ფლობს ქართულ ენას მაღალ დონეზე; - ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება - საგანმანათლებლო სფეროში გაყიდვების გამოცდილება; - B2C ან B2B გაყიდვების გამოცდილება; - CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; - სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნა; - ლიდების მართვისა და გაყიდვების funnel-ისგამოცდილება; - ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროექტების გაყიდვების გამოცდილება.

რას მიიღებს კანდიდატი Oxford School Georgia-ში მუშაობისას კანდიდატს ექნება შესაძლებლობა: - იმუშაოს საერთაშორისო მიმართულების საგანმანათლებლო პროექტებზე; - მიიღოს გამოცდილება სხვადასხვა ტიპი სპროექტის გაყიდვაში; - იმუშაოს მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად; - ჩაერთოს საერთაშორისო პროფესიონალებთან, კომპანიებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში; - განავითაროს გაყიდვების, მოლაპარაკებისა და პროექტების მართვის უნარები; - იმუშაოს რეალურ, მასშტაბურ საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტებზე; - მიიღოს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; - საუკეთესო შედეგების შემთხვევაში, ჰქონდეს ორგანიზაციაში კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + შედეგზე/გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა. ანაზღაურების დეტალები განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების მიხედვით.

განაცხადისთვის დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდაგამოაგზავნოს: - CV; - გაყიდვების გამოცდილების/შედეგების აღწერა- არსებობის შემთხვევაში;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა