8300 активных вакансий
← Все вакансии

E6Q4T2A7 Опубликовано 27 авг 1 просмотров

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Intco via jobs.ge
Тбилиси Полная занятость Продажи
₾1300 / мес Приём откликов до

სამედიცინო სფეროში მოქმედი, განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "Intco" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ახალი კლიენტების მოძიება, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკება და საქმიანი ურთიერთობების გრძელვადიან პარტნიორობად გარდაქმნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება; ** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება; ** კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; ** პროდუქციისა და თანამშრომლობის პირობების პრეზენტაცია; ** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმება; ** არსებული კლიენტების განვითარება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება; ** გაყიდვების პროცესის მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე; ** რეგულარული follow-up და გაყიდვების გეგმის შესრულება; ** ბაზარზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B, კორპორატიულ ან აქტიურ გაყიდვებში; ** მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები; ** ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების გამოცდილება; ** შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობა; ** სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი; ** გამართული კომუნიკაცია და საქმიანი ეთიკის დაცვა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1300 ლარიდან, გამოცდილების შესაბამისად; ** გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ მიმზიდველ და მზარდ ბონუსს. წარმატებული გაყიდვის მენეჯერის მინიმალური ბონუსი - ხელფასის ტოლია. ** ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს; ** პროფესიულ სწავლებასა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას; ** რეალურ კარიერულ და ფინანსურ ზრდას; ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს; ** საინტერესო პროდუქტებსა და მრავალფეროვან ბიზნესპროექტებზე მუშაობას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; ** სამუშაო საათები: 10:00-18:00; ** სამუშაო ადგილი: თბილისი.

თუ გიყვართ გაყიდვები, მოლაპარაკებები და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: intcoveric@gmail.com

განაცხადების განხილვა მოხდება კონფიდენციალურად. შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის თავად დავუკავშირდებით.

გელოდებით გასაუბრებაზე — შესაძლოა, ეს იყოს თქვენი კარიერული განვითარების ახალი ეტაპი!

Пожаловаться

О работодателе
Intco
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно