9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

E71690NT გამოქვეყნდა 19 ოქტ 14 ნახვა

ინვენტარიზაციის სპეციალისტი

ნიკორა გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში −23% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,936 ₾ · 48 განცხადება ბოლო ვადა: 20 ნოე

ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო.

კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.

დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი. თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/

სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის #2;
  • ანაზღაურება: 1500 ლარი.
  • გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-18:00სთ. (დასვენება: კვირა, ორშაბათი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწარმოო საწყობებში რეგულარული ინვენტარიზაციების დაგეგმვა, მათი ჩატარების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი;
  • ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი. ფიზიკურ და პროგრამულ ნაშთებს შორის აცდენის აღმოჩენის შემთხვევაში, მოკვლევა და მიზეზის დადგენა;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პასუხისმგებელ პირებთან გავლა და დოკუმენტირება;
  • ინვენტარიზაციის პროცესის გამართვასა და დახვეწაში მუდმივი ჩართულობა;
  • მონიტორინგისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოს გამოყენება (სააღრიცხვო პროგრამა, ვიდეო მონიტორინგის სისტემა, პერსონალის მართვისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემა, დავალებების მართვისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემა);
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა;
  • საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Word, Excel);
  • მონიტორინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბუღალტრული პროგრამის (ERP) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • სისწრაფე და მოქნილობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

  • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორას ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
  • ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ინტრეიდის ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
  • შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა