8,885 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E7QK5DAT გამოქვეყნდა 22 სექ 4 ნახვა

ტერაბანკი

ტერაბანკი

უნივერსალური ოპერატორი

ტერაბანკი გარე განცხადება
თელავი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 ოქტ

"ტერაბანკის" თელავის ფილიალში უნივერსალურ ოპერატორს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
  • გაქვს კომუნიკაციის და გაყიდვების კარგი უნარი
  • შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

შენი მოვალეობა იქნება:

  • ფიზიკური პირების მომსახურება საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით
  • საკრედიტო და საოპერაციო პორტფელის ზრდა და კონტროლი
  • საკრედიტო და საოპერაციო საბანკო პროდუქტების გაყიდვა
  • სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
  • საკრედიტო პორტფელის დაფარვების მონიტორინგი

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება
  • საბანკო/საფინანსო სექტორში საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel)

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, თ. ბაგრატიონის ქ. #1
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათს 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე)
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე | და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება | უნივერსალური ოპერატორი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით. ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია. ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტერაბანკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა