8027 активных вакансий
← Все вакансии

E8CZDWCR Опубликовано 26 авг 2 просмотров

ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი via jobs.ge
Батуми Полная занятость Медицина / фармация
По договорённости Приём откликов до

სს "ვიანი" "მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის განყოფილების (NICU) კლინიკური საქმიანობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და სტანდარტების დანერგვისა და შესრულების უზრუნველყოფა; ** განყოფილების უსაფრთხო, უწყვეტი და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ჰოსპიტლის დირექტორთან/სამედიცინო დირექტორთან კოორდინაციით; ** პაციენტთა შეფასების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ინტენსიური მოვლის კლინიკური პროცესების ზედამხედველობა; ** რთული და მაღალი რისკის კლინიკური შემთხვევების მართვაში მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში კონსილიუმების ორგანიზება და კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა; ** განყოფილებაში პაციენტის მიღების, მკურნალობის, შიდა/გარე რეფერალის, ტრანსპორტირებისა და გაწერის პროცესების გამართული ორგანიზების უზრუნველყოფა ჰოსპიტლის დირექტორთან კოორდინაციით; ** განყოფილების ექიმებისა და საექთნო გუნდის ოპტიმალური სამუშაო ორგანიზების, მორიგეობებისა და უწყვეტი 24/7 კლინიკური დაფარვის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; ** განყოფილების სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება, უწყვეტი სამედიცინო განათლების, კლინიკური სწავლებისა და პრაქტიკული ტრენინგების დაგეგმვა/კოორდინაცია; ** გუნდის პროფესიული კომპეტენციების შეფასება და ახალი თანამშრომლების კლინიკური ადაპტაციისა და სწავლების პროცესის მხარდაჭერა; ** დაქვემდებარებული განყოფილების მართვა, თანამშრომელთა ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ეფექტიანი განაწილება, სამუშაო პროცესისა და გუნდის შესრულების სისტემური შეფასება; ** კლინიკური შედეგებისა და ხარისხის ინდიკატორების მონიტორინგი და ანალიზი, გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე გაუმჯობესების ღონისძიებების ინიციირება; ** ლეტალური შემთხვევების, გართულებების, არასასურველი მოვლენებისა და მაღალი რისკის შემთხვევების კლინიკურ განხილვებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა და შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების განსაზღვრა; ** კლინიკური აუდიტების, შემთხვევათა განხილვებისა და განყოფილების კლინიკური პრაქტიკის პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა; ** სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილი, დროული და კლინიკურ/მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისი წარმოების კონტროლი; ** ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნების დაცვა და NICU-სთან დაკავშირებული ინფექციური რისკების შემცირების ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა; ** მედიკამენტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და კრიტიკული რესურსების უსაფრთხო და რაციონალური გამოყენების ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში; ** განყოფილების გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის, სახარჯი მასალებისა და სხვა რესურსების საჭიროების შეფასება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ** მეანობა-გინეკოლოგიის, სამშობიარო ბლოკის, პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული, დიაგნოსტიკური და სხვა შესაბამისი სერვისების გუნდებთან ეფექტიანი კლინიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ** პაციენტის ოჯახის წევრებთან ეფექტიანი და ეთიკური კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა და განსაკუთრებით რთულ კლინიკურ შემთხვევებში კომუნიკაციის პროცესის მხარდაჭერა; ** ხარისხის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების გუნდთან თანამშრომლობა კლინიკური რისკების, ინციდენტების, შეუსაბამობებისა და გაუმჯობესების ღონისძიებების მართვის პროცესში; ** განყოფილებისთვის განსაზღვრული კლინიკური, ხარისხობრივი და ოპერაციული შესრულების ინდიკატორების მონიტორინგი და სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება; ** ჰოსპიტლის შიდა პოლიტიკების, პროცედურების, კლინიკური სტანდარტების, პროფესიული და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა განყოფილების ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში ნეონატოლოგია. ** უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები

სამუშაო გამოცდილება

** კლინიკური საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები / უნარები

** კლინიკური ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული ანგარიშვალდებულების გრძნობა; ** რთულ და გადაუდებელ კლინიკურ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად და დასაბუთებულად მიღების უნარი; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** საქმიანობის დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** მულტიდისციპლინურ გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი; ** თანამშრომელთა სწავლების, განვითარებისა და მოტივაციის უნარი; ** ეფექტიანი და ემპათიური კომუნიკაცია პაციენტის ოჯახის წევრებთან; ** კონფლიქტური და მაღალი სტრესის მქონე სიტუაციების მართვის უნარი; ** შედეგსა და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას; ** თანამშრომლისთვის სპეციალურ პირობებს ჰოსპიტლის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე; ** სპეციალურ ფასდაკლებებს სააფთიაქო ქსელში (ჯიპისი და ფარმადეპო); ** "იმედი L"-ის ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ. ფოსტაზე: bih@vian.health

ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: NICU ხელმძღვანელი.

Пожаловаться

О работодателе
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно