9359 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

E95GYVDV გამოქვეყნდა 29 ოქტ 16 ნახვა

პროდუქტის მენეჯერი - AI & Data მიმართულება

UGT Cloudforce გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"UGT Cloud" აცხადებს ვაკანსიას: პროდუქტის მენეჯერი - AI & Data მიმართულება

ვაკანსიის აღწერა

"UGT Cloud"-ის გუნდში ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროდუქტის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს AI და მონაცემთა სერვისების მიმართულებას (AI სამუშაო გარემოები, მოდელების გაშვებისა და API ინტეგრაციის სერვისები, მართვადი მონაცემთა ბაზები, Data Lake და Data Warehouse პლატფორმები), იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ინოვაციური პროდუქტების შექმნა, ბაზარზე ეფექტური პოზიციონირება და დეველოპერებისა თუ მონაცემთა სპეციალისტებისთვის მაღალი სტანდარტის ტექნოლოგიური გარემოს ჩამოყალიბება.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებებისა და ახალი პროდუქტების კვლევა და ანალიზი;
  • პროდუქტების სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • შიდა ან გარე ინჟინერთა გუნდებთან კოორდინაცია იდეის რეალურ პროდუქტად გარდაქმნის პროცესში;
  • პროდუქტის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა, ბაზრის კვლევა, პროდუქტის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა, შედეგების შეფასება და უკუკავშირის საფუძველზე შემდგომი განვითარება;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ახალი პროდუქტების შესაძლებლობების პოზიციონირებასა და ეფექტურ რეალიზაციაში.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

  • არანაკლებ 5-წლიანი პრაქტიკული ტექნიკური გამოცდილება ქლაუდის, AI-ის ან მონაცემთა სისტემების მიმართულებით;
  • კლიენტის საჭიროებების გაგებისა და ტექნიკურ სპეციალისტებთან ეფექტური გადაწყვეტების განხილვის უნარი;
  • ინტერესი როგორც ტექნოლოგიების, ისე მათგან შექმნილი ბიზნეს-ღირებულებისა და სარგებლის მიმართ;
  • იდეების ჩამოყალიბების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და საერთო მიზნის გარშემო გუნდის მუშაობის ორგანიზების უნარი.

ენები:

ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო გამოცდილება

განიხილებიან კანდიდატები ინჟინერიის, ტექნიკური არქიტექტურის, პროექტებისა თუ პროდუქტების მართვის გამოცდილებით. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატის პრაქტიკულ გამოცდილებას, ანალიტიკურ აზროვნებასა და პროდუქტის განვითარების მოტივაციას; თითოეულ დასახელებულ ტექნოლოგიაში ექსპერტული ცოდნა არ წარმოადგენს სავალდებულო წინაპირობას.

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული

დამატებითი ინფორმაცია

რატომ UGT Cloud?

  • UGT Cloud ქართული ბაზრის ლიდერია და ეს არის შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ და სწრაფად მზარდ სფეროში;
  • საინტერესო პროექტები, მოწინავე ტექნოლოგიები და პროფესიონალების გვერდით მუშაობის შესაძლებლობა;
  • პროფესიული განვითარება, შესაძლებლობა დაეუფლო ახალ ცოდნებს და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკაცია;
  • კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსები მიღწევებზე, ჯანმრთელობის დაზღვევა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

განაცხადების მიღება გაგრძელდება 29 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია შეიძლება დაიხუროს ვადამდე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1301/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

პრინტერის ოპერატორი

Pro
Blink studio თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება მიმართე აქ
₾1700–1800 +27% ჩვეულებრივთან შედარებით 6 ოქტ

საიტის სანდოობის ინჟინერი ტექნიკის ინფრასტრუქტურაში

ახალი
Nebius დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ევროპა კომპანიის საიტი
29 ოქტ

უფროსი პროდუქტის მენეჯერი, პანელი (დისტანციური, ევროკავშირი/დიდი ბრიტანეთი)

ახალი
Maze დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ევროპა, დიდი ბრიტანეთი კომპანიის საიტი
29 ოქტ

საჯარო სექტორის პარტნიორობის წამყვანი - საფრანგეთი

ახალი
Elevenlabs დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ევროპა კომპანიის საიტი
29 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა