7811 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EGVAEX2E გამოქვეყნდა 31 აგვ 3 ნახვა

მიმტანი

Bistro By Gastronome გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან

"Bistro By Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს მიმტანის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, მზარდი ფიქსირებული ხელფასი.

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით).

** ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.

** ფასდაკლება: 20%-იანი ფასდაკლება "გასტრონომის" სრულ ასორტიმენტზე.

** კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.

** აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის დროულად მიღება და სტუმრის სათანადო მომსახურება

** სტუმრებისთვის შეკვეთის დროული მიწოდება

** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა

საჭირო უნარები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;

** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ადგილმდებარეობა: ქავთარაძის N1

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 17 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე:. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ დელივერი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Bistro By Gastronome
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა