გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

EHNT36Q6 გამოქვეყნდა 11 ნოე 6 ნახვა

ადმინისტრატორი

Blue Sky Apart-Hotel გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი

Blue Sky Apart-Hotel — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო.

ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას.

კომპანია "ჰოტელ ბლუ სკაი" (Blue Sky apart-hotel), აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები

  • სტუმრების მიღება/გამგზავრების (ჩექ-ინ /ჩექ-აუთი) პროცედურის ეფექტურად და სტანდარტების შესაბამისად მართვა;
  • სტუმრებთან კომუნიკაციის დამყარება, საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;
  • სტუმრების ინფორმირება სასტუმროს დამატებით სერვისებზე, ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე თუ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან დაკავშირებით;
  • სასტუმროში შემოსული ზარებისა და კორესპონდენციის მართვა;
  • ჯავშნებისა და რეზერვაციების მართვა;
  • ბილინგის პროცესის მონიტორინგი, გადასახადის მომზადება, ანგარიშების დამუშავება;
  • სტუმართა საჩივრების სწრაფი მონიტორინგი და აღმოფხვრა;
  • სტუმრების უკუკავშირი და კმაყოფილების შეფასება;
  • საჭირო დოკუმენტაციის და ფაილების წარმოება (ჩექ-ინ/ჩექ-აუთი-ს ფაილები);
  • შესაბამისი ჩანაწერებისა და ინფორმაციის რეგისტრაციის სისტემაში შეტანა.
  • ფრონტ ოფისის გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით;
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).
  • კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული;
  • მოტივირებული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრატორი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა