ქიმიკოს-ანალიტიკოსი
"გლობალტესტის საგამოცდო ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოს-ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ვეძებთ ქიმიკოს-ანალიტიკოსს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქციის ლაბორატორიულ კვლევებში, მათ შორის ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ნარჩენების, მიკოტოქსინებისა და სხვა ქიმიური კომპონენტების განსაზღვრაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00, ორშ-პარ
ძირითადი მოვალეობები
- სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქციის ქიმიური ანალიზების ჩატარება;
- საკვლევი ნიმუშების მომზადება და დამუშავება შესაბამისი ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით;
- HPLC და LC-MS/MS მეთოდებით კვლევების ჩატარებაში მონაწილეობა;
- ქრომატოგრაფიული მონაცემების დამუშავება, ანალიზი და შედეგების შეფასება;
- კალიბრაციული ხსნარების, სტანდარტებისა და რეაგენტების მომზადება;
- ანალიტიკური მეთოდების ვერიფიკაციისა და ვალიდაციის პროცესებში მონაწილეობა;
- ლაბორატორიული აღჭურვილობის ყოველდღიური კონტროლი და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
- კვლევის შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშების მომზადება;
- შიდა ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიათა შორის შედარებით გამოცდებში მონაწილეობა;
- ISO/IEC 17025 სტანდარტისა და ლაბორატორიის შიდა პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- უმაღლესი განათლება ქიმიის, ანალიტიკური ქიმიის, ფარმაციის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- ანალიტიკური ქიმიის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა;
- ქრომატოგრაფიული მეთოდების (HPLC, LC-MS/MS) ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ქიმიურ ან საგამოცდო ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ნიმუშების მომზადების, ექსტრაქციისა და ანალიზის მეთოდების ცოდნა;
- ISO/IEC 17025 სტანდარტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციისა და საერთაშორისო მეთოდების გასაცნობად;
- Excel-ისა და ლაბორატორიული მონაცემების დამუშავების პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ: "ქიმიკოს-ანალიტიკოსი".