Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

EK089RT2 Опубликовано 18 ноя Просмотров: 0

ქიმიკოს-ანალიტიკოსი

გლობალტესტი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Другое Аналитик
По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 18 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 18 дек

"გლობალტესტის საგამოცდო ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოს-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ვეძებთ ქიმიკოს-ანალიტიკოსს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქციის ლაბორატორიულ კვლევებში, მათ შორის ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ნარჩენების, მიკოტოქსინებისა და სხვა ქიმიური კომპონენტების განსაზღვრაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00, ორშ-პარ

ძირითადი მოვალეობები

  • სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქციის ქიმიური ანალიზების ჩატარება;
  • საკვლევი ნიმუშების მომზადება და დამუშავება შესაბამისი ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით;
  • HPLC და LC-MS/MS მეთოდებით კვლევების ჩატარებაში მონაწილეობა;
  • ქრომატოგრაფიული მონაცემების დამუშავება, ანალიზი და შედეგების შეფასება;
  • კალიბრაციული ხსნარების, სტანდარტებისა და რეაგენტების მომზადება;
  • ანალიტიკური მეთოდების ვერიფიკაციისა და ვალიდაციის პროცესებში მონაწილეობა;
  • ლაბორატორიული აღჭურვილობის ყოველდღიური კონტროლი და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
  • კვლევის შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშების მომზადება;
  • შიდა ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიათა შორის შედარებით გამოცდებში მონაწილეობა;
  • ISO/IEC 17025 სტანდარტისა და ლაბორატორიის შიდა პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

  • უმაღლესი განათლება ქიმიის, ანალიტიკური ქიმიის, ფარმაციის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ანალიტიკური ქიმიის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა;
  • ქრომატოგრაფიული მეთოდების (HPLC, LC-MS/MS) ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • ქიმიურ ან საგამოცდო ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • ნიმუშების მომზადების, ექსტრაქციისა და ანალიზის მეთოდების ცოდნა;
  • ISO/IEC 17025 სტანდარტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციისა და საერთაშორისო მეთოდების გასაცნობად;
  • Excel-ისა და ლაბორატორიული მონაცემების დამუშავების პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ: "ქიმიკოს-ანალიტიკოსი".

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно