9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

EQXAWK3B გამოქვეყნდა 17 ოქტ 60 ნახვა

სამედიცინო აპარატურის ინჟინერი

მედიქალ მასტერი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾500 / თვეში −82% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,730 ₾ · 53 განცხადება ბოლო ვადა: 18 ნოე

შპს "მედიქალ მასტერი" წარმოადგენს სამედიცინო სფეროს საიმედო პარტნიორს, რომელიც ახორციელებს სტომატოლოგიური და ზოგადი პროფილის კლინიკების მაღალტექნოლოგიური აპარატურის მიწოდებას, ინსტალაციას, ტექნიკურ მომსახურებასა (Maintenance) და შეკეთებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტომატოლოგიური და ზოგადი პროფილის სამედიცინო აპარატურის ინსტალაცია, მონტაჟი და გამართვა;
  • აპარატურის გეგმური ტექნიკური მომსახურება (Maintenance) და პრევენციული შემოწმება;
  • ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და შეკეთება (როგორც ადგილზე, ისე სერვისცენტრში);
  • კლინიკების პერსონალისთვის აპარატურის სწორი ექსპლუატაციის წესების გაცნობა და კონსულტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით;
  • გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად (განიხილებიან დამწყები სპეციალისტებიც, რომელთაც აქვთ სწრაფი ათვისებისა და განვითარების მაღალი მოტივაცია);
  • ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
  • მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია). მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პიროვნული თვისებები: ახალგაზრდა, ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე.

სამუშაო პირობები და შეთავაზება:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ (შაბათ-კვირა: დასვენება);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
  • სამუშაო ინსტრუმენტები: კლინიკებში ვიზიტებისას კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილითა და სრული ტექნიკური აღჭურვილობით;
  • სწავლება და სტაჟირება:

1-კვირიანი გაცნობითი/შერჩევითი ეტაპი; 2-თვიანი სასწავლო სტაჟირების პერიოდი (ანაზღაურებადი: 500 ლარი/თვეში);

  • ანაზღაურება სტაჟირების შემდეგ: სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები;
  • ცოდნის გაღრმავების, საქმის ათვისებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისად - ხელფასის სწრაფი ზრდის პერსპექტივა.

განაცხადის გამოგზავნის წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სამედიცინო აპარატურის ინჟინერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ნოემბერი, 2026 წელი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა