B2B გაყიდვების მენეჯერი - IT მომსახურება
აიტი სერვისების კომპანია "F1 - კომპიუტერული სერვისი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://f1.com.ge/
ჩვენ ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომლის ამოცანა იქნება ახალი ბიზნეს-პარტნიორობების ინიცირება და კომპანიის პორტფელის გაფართოება IT აუთსორსინგის მიმართულებით.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
თქვენი პასუხისმგებლობა იქნება გაყიდვების ციკლის ყველაზე კრიტიკული, საწყისი ეტაპის მართვა - პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და მათთან ბიზნეს-კომუნიკაციის დამყარება.
- IT სერვისებით პოტენციურად დაინტერესებული ორგანიზაციების მოძიება და პირველადი კონტაქტის დამყარება;
- პოტენციური კლიენტის საჭიროებების პირველადი დიაგნოსტიკა და აუთსორს მომსახურების უპირატესობების არგუმენტირებული პრეზენტაცია;
- კვალიფიციური ლიდების მომზადება და საქმიანი შეხვედრების ჩანიშვნა აუთსორსინგის მიმართულების მენეჯერთან კოლაბორაციით.
შეხვედრის ჩანიშვნის შემდეგ პროცესში ერთვება აუთსორსინგის მენეჯერი, რომელიც ტექნიკურ გუნდთან ერთად უძღვება შემდგომ პროცესებს - ამზადებს შეთავაზებას და ხურავს ლიდს კონტრაქტის საბოლოო გაფორმებით.
ჩვენ მკაფიოდ გვაქვს გამიჯნული ფუნქციები, რათა თქვენი ფოკუსი მხოლოდ შედეგზე იყოს მიმართული.
რატომ ჩვენი გუნდი?
- ბრენდის რეპუტაცია: "F1" ბაზარზე ცნობილია, როგორც მაღალი სანდოობის მქონე IT პარტნიორი. ჩვენი სერვისების შეთავაზება ნიშნავს, რომ თქვენს ზურგს უკან დგას ძლიერი ტექნიკური გუნდი და მრავალწლიანი წარმატებული ქეისები;
- მოთხოვნადი პროდუქტი: თქვენ ყიდით IT აუთსორსინგს - ეს არის კონტრაქტზე დაფუძნებული მომსახურების მოდელი, რომელზეც მოთხოვნა ბიზნეს-სექტორში მზარდია. ჩვენი შეთავაზება არის მაღალკონკურენტული და მორგებული თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
- ანაზღაურების მოდელი: ფიქსირებული ხელფასი + მაღალი საბონუსე სისტემა;
- ზრდის შესაძლებლობა: ანაზღაურებას არ აქვს ზედა ზღვარი. თქვენ იღებთ ბონუსს თითოეულ დანიშნულ ხარისხიან შეხვედრაზე და დამატებით პროცენტს ყოველი მოგებული კონტრაქტიდან;
- სტრუქტურა: ჩვენთან დაგხვდებათ მოწესრიგებული სამუშაო პროცესი, ავტომატიზებული ინსტრუმენტები და სრული მხარდაჭერა გუნდის მხრიდან;
- ფორმატი: თავისუფალი და შედეგზე ორიენტირებული გრაფიკი.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
- რეზიუმე (CV);
- მოკლე ხედვა (3-4 წინადადება), სადაც აღწერთ თქვენს სტრატეგიას ახალი კლიენტების მოძიებისა და "შეღწევისთვის", ასევე იმას, თუ როგორ წარმოგიდგენიათ ყოველდღიური სამუშაო პროცესი.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატები, რომლებიც არ წარმოადგენენ აღნიშნულ მოკლე ხედვას, არ განიხილებიან.
ბოლო ვადა: 10 ნოემბერი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.