9308 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZY3DCRMH გამოქვეყნდა 30 ოქტ 5 ნახვა

მომხმარებელთა მომსახურების ოფიცერი

ტერაბანკი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე
ფორმა · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

მომხმარებელთა მომსახურების და მხარდაჭერის გუნდში მომხმარებელთა მომსახურების ოფიცერს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • გინდა დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად;
  • გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული.

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი /პროფესიული განათლება ან ხარ სტუდენტი და შეგიძლია სწავლა და მუშაობა შეათავსო;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ექსკლუზიურ პირობებს "ტერაბანკის" საბანკო პროდუქტებზე;
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (მოიცავს დღის და ღამის ცვლებს), კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათი;
  • ჰიბრიდული სამუშაო ფორმატი (შესაძლებელია მუშაობა ოფისიდან ან/და დისტანციურად);
  • ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე+ წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე.

შენი მოვალეობა იქნება:

  • ბანკის მომხმარებლების მომსახურება დისტანციურ არხებში (ზარები, ონლაინ ჩატი, ელ. ფოსტა და ა.შ);
  • მომხმარებელთა მომსახურების პროცესის მართვა და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება;
  • მომხმარებლებლებისთვის დისტანციური სერვისების, პროდუქტების გააქტიურება;
  • ონლაინ კომუნიკაციით მიღებული საკითხების მართვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე | და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | მომხმარებელთა მომსახურების ოფიცერი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 13 ნოემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

"ტერაბანკმა" მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.

"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა