კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
"ELEMENT.GE" - კომპიუტერული ტექნიკის წამყვანი ონლაინ მაღაზია, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავება, მათი ბიზნეს საჭიროებების დეტალური ანალიზი და ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილების შეთავაზება;
- კომერციული წინადადებების მომზადება ბიუჯეტისა და ვადების გათვალისწინებით;
- მოლაპარაკებების წარმოება, გარიგების დახურვა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია ლოჯისტიკის გუნდთან ერთად;
- პოტენციური დამკვეთების იდენტიფიცირება და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
- კერძო სექტორის ტენდერების პლატფორმების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი და კონკურენტული წინადადებების მომზადება;
- გრძელვადიანი, ნდობაზე დამყარებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება როგორც კლიენტების წარმომადგენლებთან (შესყიდვების მენეჯერები, IT დირექტორები), ისე მომწოდებლებთან/ვენდორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული ტექნიკის, კომპონენტებისა და პერიფერიების სიღრმისეული ცოდნა (აუცილებელია);
- B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (IT სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- სახელმწიფო და კერძო ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ენების ცოდნა: ქართული (გამართულად), ინგლისური (ტექნიკურ დონეზე).
პიროვნული უნარები:
- მოლაპარაკების და დარწმუნების ძლიერი უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დამოუკიდებლად შესაძლებლობების ძიებისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
პირობები:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + KPI ბონუსს გაყიდვებიდან (ბონუსური სისტემა, რომელიც პირდაპირპროპორციულია შედეგებთან);
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ: "B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი".
ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.