9,005 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EXTQEJSP გამოქვეყნდა 23 სექ 4 ნახვა

ასპ-გრუპი

ასპ-გრუპი

ელექტრიკოსი

ასპ-გრუპი გარე განცხადება
ფოთი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე ხობის რ-ნი, სოფელ პატარა ფოთში.

"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/ კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ხობის რ-ნი, სოფელი პატარა ფოთი
  • სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ელექტრო დაზიანების დიაგნოსტიკა;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლა ან შეკეთება;
  • ყველა აუცილებელი საქმიანობის შესრულება, რაც დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო საშუალებების ელექტროობასთან;
  • ელექტრომოწყობილობის, ელექტრო ქსელებისა და მოწყობილობების უწყვეტი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია სამუშაო გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 23 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ასპ-გრუპი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა